15:00 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-02 11:51:07, 3545 ნახვა

ომი უკრაინაში
ამირან გამყრელიძე - ბათუმის ჩაკეტვაზე საუბარი არ ყოფილა

„არავითარ ჩაკეტვაზე საუბარი არაა“, - ამის შესახებ დაავადებათა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ბათუმში ამ ეტაპზე მხოლოდ გაფართოებული ტესტირება ჩატარდება.

„ახლა არის ბევრი საუბარი, რომ ბათუმში პატარა ეპიდაფეთქება რომ დაფიქსირდა, გაძლიერდება რეგულაცია და ბათუმი ჩაიკეტებაო - არავითარ ჩაკეტვაზე საუბარი არაა. ბათუმში ჩვეულებრივ ცხოვრება გაგრძელდება. ერთადერთი რაც არის ბათუმში იქნება გაფართოებული ტესტირება. დღეს დილიდან კიდევ ერთი კარავი დაემატა და 11 საათიდან 5-მა პოლიკლინიკამ დაიწყო ამბულატორიული ტესტირება“, - განაცხადა გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევიდან 22 ბათუმის საკონდიტრო „დონას“ კლასტერს უკავშირდება.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics