|
2020-08-31 17:02:21, 6562 ნახვა
რეგიონი
მთიანაჭარაში მოგზაურობის გასამარტივებლად ახალი ტურისტული გზამკვლევი იქმნება
მალე, მთიანაჭარაში მოგზაურობის მსურველებს ახალი ტურისტული ვებ-პორტალით შეეძლებათ სარგებლობა. ტურისტული გზამკვლევი, სადაც მოგზაურობისთვის აუცილებელი ყველა საჭირო ინფორმაცია ერთ სივრცეში იქნება თავმოყრილი ტურისტებს აჭარის მთიანეთში მოგზაურობას გაუმარტივებთ. ვებპორტალზე განთავსებული ტურისტული მარშრუტების, აქტივობების, ღირსშესანიშნაობებებისა, საოჯახო-სასტუმრო სახლებისა და კვების ობიექტის ელექტორნული ბაზების გადმოწერა ნებისმიერ მსურველს ონლაინ შეეძლება, რაც დამატებითი კომფორტია ტურისტული სააგენტოების, გიდებისა და მოგზაურებისთვის. ახალ ტურისტულ გზამკვლევზე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო მუშაობს. უწყება 2015 წლიდან მთიანიაჭარის ტურისტული შესაძლებლობების განვითარების მიმართულებით სხვადასხვა პროექტს ანხორციელებს. “დღეს, როცა მოგზაურები ყველა ტიპის ინფორმაციას წინასწარ ამოწმებენ იმ ტურისტული მიმართულების შესახებ, სადაც მიემგზავრებიან უმნიშვნელოვანესია, მთიანიაჭარის შესახებ ყველა ტიპის ინფორმაცია გვქონდეს ხელმისაწვდომი. აღნიშნულ ფორტალს ექნება ორი ძირითადი ფუნქცია. პირველი მასზე განთავსდება ყველა ტურისტული მარშრუტის რუკა თავისი ჩამოსატვირთი ფაილით, იქვე მიბმული იქნება ყველა საოჯახო-სასტუმრო სახლი, ღირსშესანიშნაობა, კვების ობიექტი და მოგზაურობისთვის საჭირო ინფორმაცია, რაც ტურისტებს მთიანაჭარაში მოგზაურობას გაუმარტივებთ. ვებგვერდის მეორე, უმთავრესი ფურნქცია არის ტურისტული ინფორმაციების, ბაზების ხელმისაწვდომობა ტურისტული სექტორისთვის. გიდებს, ტურისტულ სააგენტოებს, საოჯახო სასტუმრო სახლებსა თუ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს წვდომა ექნება ტურისტული საინფორმაციო ცენტრების ბაზებთან. იქვე იქნება ონლაინ ჩათი, სადაც 24 საათის განმავლობაში მოგზაურებსა და დაინტერესებულ პირებს, საშუალება ექნებათ მთიანაჭარაში მოგზაურობის შესახებ ნებისმიერ კითხვაზე მიიღონ პასუხი,“ განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა ლელა გოგუაძემ.
ორბანის წინააღმდეგ გამოძიების ფარგლებში, თითქმის 20 მილიონი დოლარის ფარული ფონდი აღმოაჩინეს
ზელენსკი - აშშ-მ იკითხა, დატოვებდა თუ არა უკრაინა დონბასს ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში.
ელენე ხოშტარია ციხიდან საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს მწვავე წერილით პასუხობს და კითხვებს უსვამს
პროკურატურა ფეიქრიშვილის საქმეზე პატარიძის და ფირცხალავას მიმართ გირაოს გამოყენებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)