|
2020-08-26 17:49:34, 1586 ნახვა
პოლიტიკა
ბოკერია „ქართული ოცნების“ ინიციატივაზე - ეს არის „ქართული ოცნებისა“ და ივანიშვილის მორიგი იაფასიანი და უტიფარი მცდელობა
„ეს არის „ქართული ოცნებისა“ და ივანიშვილის მორიგი იაფასიანი და უტიფარი მცდელობა“ , - ამის შესახებ პარტია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ ზეწოლა ამომრჩეველზე, მოსყიდვა და ფარულობის გამჟღავნება იძულებით, ისედაც ძალადობის ფორმებია. „ეს არის მორიგი იაფფასიანი და უტიფარი მცდელობა, ქართული ოცნებისა ივანიშვილის გუნდის, რომ ცადონ თვალში ნაცარი შეაყარონ საზოგადოებას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთაც. თუმცა როგორ გამოუვათ ეს საკითხავია, რადგან ყველა ეს ქმედება, რაზეც თალაკვაძემ და სხვებმა განცხადება გააკეთეს, ისედაც დასჯადია სხვადასხვა ფორმით დღეს. ზეწოლა ამომრჩეველზე, მოსყიდვა და ა.შ და თუნდაც ფარულობის გამჟღავნება იძულებით, ისედაც ძალადობის ფორმებია. პრობლემა იმაში კი არ არის, ამ ეტაპზე რა ფორმულირებები გვაქვს კანონში, პრობლემა არის ის, რომ პოლიტიკური ნება არ არსებობს, რომ კანონის უზენაესობა არსებობდეს და გვაქვს უმძიმესი დანაშაულებების შემთხვევები, სადაც არავინ არ დასჯილა, რადგან ეს ივანიშვილის რეჟიმის დაკვეთით მოქმედი მოძალადე ჯგუფები იყვნენ და ერთ-ერთი მთავარი მაგალითი, ეს არის წინა არჩევნების დროს გრიგოლ ვაშაძის შტაბზე პირდაპირი თავდასხმა დღისით, თუმცა არავინ არ დასჯილა“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)