|
2020-08-26 12:30:20, 18933 ნახვა
ომი უკრაინაში
გამყრელიძე - ჩვენ ვამჩნევთ, რომ თანდათან მოვეშვით, დახურულ შენობებში აუცილებელია პირბადე
“ჩვენ ვამჩნევთ, რომ თანდათან მოვეშვით, დახურულ შენობებში აუცილებელია პირბადე” , - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ პირბადის ტარება ღია და დახურულ სივრცეშიც აუცილებელია. “ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კიდევ ერთხელ გავაჟღეროთ რეკომენდაციები და გთხოვთ, ამას მაქსიმალური ყურადღება მიექცეს მასმედიაში. ორი მთავარი რეკომენდაციაა დღევანდელი ეტაპისთვის, რაც აუცილებლად დასაცავია. ჩვენ ვამჩნევთ, რომ თანდათან მოვეშვით. აი, ახლაც ძალიან ბევრს არ გიკეთიათ პირბადე. დახურულ შენობებში აუცილებელია პირბადე. მეორე ტალღის ტიპის განვითარებაა საფრანგეთში, ესპანეთში, ასევე ზრდის ტენდენციაა გერმანიასა და კიდევ რამდენიმე ქვეყანაში, სადაც ტურიზმი აქტიურად განვითარდა. ბევრ ქვეყანაში პირბადის, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ძირითადი საშუალების, უფრო მკაცრად, მანდატორულად ტარების აუცილებლობა განიხილება და იქ ჯარიმები რამდენიმე ასეული ევროს ფარგლებშია. მე ახლა არა ჯარიმებზე, არამედ მოსახლეობის მეტ თვითშეგნებაზე ვსაუბრობ იმიტომ, რომ ამაზე უკეთესი დაცვის საშუალება დახურულ შენობაში არ არსებობს. ასევე, თუ ღია სივრცეში ბევრი ადამიანი ერთად იკრიბება და არ არის დისტანციის დაცვის საშუალება, აუცილებელია პირბადის ტარება. ეს ინფექციის გავრცელების რისკს სერიოზულად ამცირებს”, – განაცხადა გამყრელიძემ.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)