06:56 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-24 13:14:09, 2038 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე - „ქართული ოცნებისთვის“ რამდენიმე სიურპრიზი მაქვს გამზადებული

„ქართული ოცნებისთვის“ რამდენიმე სიურპრიზი მაქვს გამზადებული, რომელსაც წინასწარ არ ვიტყვი, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ის ოპოზიციურ პარტიებს იმ ტექნოლოგიურ სიურპრიზებს გააცნობს, რომელსაც „ქართული ოცნება“ არჩევნების დღეს და მანამდე მიიღებს.

„ოპოზიციის თანამშრომლობას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, რომ არ გავაყალბებინოთ არჩევნები „ქართულ ოცნებას“. ისევე, როგორც ჩვენ ვაიძულეთ მათ და 8 მარტის შეთანხმებას ხელი მოვაწერეთ, ოპოზიციის კონსოლიდირებული პოზიციით, სწორედ ასეთივე თანამშრომლობითი მექანიზმი უნდა ჩამოვაყალიბებინოთ არჩევნების გაყალბების კუთხით. თუ ყველა ჩავერთვებით, შევძლებთ რომ დავიცვათ ხმები. მაქვს კიდევ რამდენიმე სიურპრიზი „ქართული ოცნებისთვის“ გამზადებული, რომელსაც წინასწარ არ ვიტყვი, მაგრამ ჩემს ოპოზიციონერ კოლეგებს აუცილებლად გავუზიარებ. ეს არის ტექნოლოგიური სიურპრიზები, რომლებსაც ისინი აარჩევნების დღეს და არჩევნებამდე მიიღებენ, რათა მათ არჩევნების გაყალბება ვერ შეძლონ“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ცნობისთვის, გაერთიანებული ოპოზიცია დღეს მემორანდუმს გააფორმებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics