08:50 - 12 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-15 14:10:31, 1185 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი სესიაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი „კლასტერი“ ქვეყნისთვის საფრთხის მატარებელია

„ნაციონალური მოძრაობა“ და მისი „კლასტერი“ ქვეყნისთვის საფრთხის მატარებელია, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, წინა ხელისუფლების წარმომადგენლებმა საარჩევნო კამპანია არა „რაღაცა ბაქიბუქით“, არამედ ბოდიშით უნდა დაიწყონ.

ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, ცხრა წლის გახსენებაზე პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, იმ ადამიანებს ეკისრებათ, ვინც ქვეყნისა და ხალხის წინაშე მძიმე დანაშაულები ჩაიდინა.

„მათი საარჩევნო კამპანია უნდა დაიწყოს არა რაღაცა ბაქიბუქით, არამედ ხალხისთვის ბოდიშის მოხდით. ამ რვა წლის განმავლობაში ერთხელ არ მოუხდიათ ბოდიში იმიტომ, რომ არ აქვთ განცდა, რომ დანაშაული ჩაიდინეს. ისინი სახელმწიფოს ღალატს კომპრომისს არქმევენ. ასეთი ხალხისგან პრეტენზიები, რატომ ვახსენებთ წარსულს, იმიტომ, რომ მათი წარსული არის მათივე მომავალი. როგორც აზროვნებენ და რა პოლიტიკური იდეოლოგიაც ჰქონდათ მათი მმართველობის დროს, აბსოლუტურად იგივე დამოკიდებულება აქვთ ყველა საკითხის მიმართ. ცხადია, მათთვის და ჩვენი საზოგადოებისთვის ამის შეხსენება ერთგვარი პრევენციაა

ჩვენი მთავარი გამოწვევა ჩვენი ქვეყნის პრობლემები, საზოგადოების წინაშე არსებული გამოწვევები, სოციალურ-ეკონომიკური და უსაფრთხოების საკითხებია. მთლიანად ვართ კონცენტრირებული ამ ყველაფერზე, თუმცა თავისთავად ცხადია, გვწამს და გვჯერა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი „კლასტერი“ ქვეყნისთვის საფრთხის მატარებელია, გამომდინარე იმ ფაქტებიდან, რაც წინა ხელისუფლებამ ქვეყნისა და ხალხის წინაშე ჩაიდინა. ეს ფაქტებითაა დამტკიცებული, არ არის მხოლოდ პოლიტიკური შეფასებები. საზოგადოებას, რომელსაც ყოველდღიური გამოწვევები აქვს, უნდა შევახსენოთ, რომ თუ ეს ძალა მოვიდა, პრობლემებს შეუქმნის. მათ ხელისუფლებაში მოსვლის შანსი არ აქვთ“, - აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
სტრიკლენდი დვალიშვილი ნურმაგამედოვის ინციდენტზე - უსმან ნურმაგომედოვი ბ**ის პირდაპირი განმარტებაა
მერაბ დვალიშვილი—ნურმაგომედოვი და მისი მეგობრები უკნიდან დაგვესხნენ თავს
თბილისში, დიდუბეში ცოლ-ქმარი ლიფტში მოკლული იპოვეს
ფიფია - დროა, რუსეთთან მჭიდრო სტრატეგიული კავშირისკენ ნაბიჯი გადავდგათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics