|
2020-08-13 11:18:29, 970 ნახვა
პოლიტიკა
იუსტიციის სამინისტრომ მეწარმეთა შესახებ ახალ კანონზე მუშაობა დაასრულა
იუსტიციის სამინისტრომ მეწარმეთა შესახებ ახალ კანონზე მუშაობა დაასრულა, კანონმდებლობის ძირითადი მოტივებია, სამეწარმეო სულისკვეთების გაძლიერება, ბიზნესკლიმატისა და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე დღევანდელ სხდომაზე იმსჯელებენ. გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა, რომ სისტემური ცვლილებაა საკანონმდებლო ჩარჩოში, განსაკუთრებით ეკონომიკური და სამეწარმეო საქმიანობის მიმართულებით. „ამ კანონმდებლობის ძირითადი მოტივები გახლავთ სამეწარმეო სულისკვეთების გაძლიერება ქვეყანაში, ბიზნესკლიმატისა და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება. ეს კანონმდებლობა სრულად შეესაბამება თანამედროვე ევროპულ მოთხოვნებს. მოგეხსენებათ, ამ კანონმდებლობაზე მთავრობა, იუსტიციის სამინისტრო წლების განმავლობაში მუშაობდა და დღეს, ჩვენ შეგვიძლია უკვე, რომ ფართო განხილვები დავიწყოთ ამ ახალი კანონის“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)