|
2020-08-12 15:19:29, 18977 ნახვა
ომი უკრაინაში
შსს მესტიის მუნიციპალიტეტში დაწესებულ საკარანტინო შეზღუდვებზე კონტროლს უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს
შინაგან საქმეთა სამინისტრო მესტიის მუნიციპალიტეტში დაწესებულ საკარანტინო შეზღუდვებზე კონტროლს უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს პოლიცია სვანეთის რეგიონში, მესტიის მუნიციპალიტეტში, საკარანტინო ზონაში დაწესებული შეზღუდვების კონტროლს განსაკუთრებულ რეჟიმში აგრძელებს. მუნიციპალიტეტში მშვიდი ვითარებაა, მოქალაქეები მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობით ემორჩილებიან პოლიციის მითითებებს და დაწესებულ რეგულაციებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფების ორგანიზებით, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ბარჯასა და ლენჯერში სპეციალური საველე ინფრასტრუქტურა მოეწყო. აღნიშნულ სოფლებში, ზუგდიდი-მესტიის დამაკავშირებელ გზაზე, ორი კარავი დამონტაჟდა, სადაც პოლიცია, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრის თანამშრომლებთან ერთად, მოქალაქეთა სპეციალურ აღრიცხვას აწარმოებს. საკონტროლო გამშვებ პუნქტებში მიმდინარეობს მესტიის მუნიციპალიტეტში შესული და გამოსული ადამიანების თერმოსკრინინგი. აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტში შესვლა შესაძლებელია მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობისთვის, გამოსვლის შემთხვევაში კი - მოქალაქეები ვალდებული არიან გაიარონ კარანტინი. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები განაგრძობენ საკარანტინო შეზღუდვების შესახებ ადგილობრივი მოსახლეობის, ასევე, აღნიშნულ ზონაში მყოფ ვიზიტორების ინფორმირებას. პოლიცია მოქალაქეებს რეგულარულად, დეტალურად უხსნის საკარანტინო ზონაში მოქმედ წესებს და საჭიროების შემთხვევაში, მათ მაქსიმალურად ეხმარება. შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებისა და სვანეთში შექმნილი რეგიონული შტაბის ორგანიზებით, მესტიის მუნიციპალიტეტიდან მოქალაქეების გამოყვანა მოხდა მათივე კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებებით. პოლიციამ უსაფრთხოების ნორმების მაქსიმალური დაცვით უზრუნველყო მოქალაქეთა ესკორტირება სხვადასხვა რეგიონში მდებარე საკარანტინო სივრცეების მიმართულებით. შესაბამისი პროტოკოლის დაცვით გაეწიათ დახმარება იმ პირებსაც, ვინც სვანეთში საკუთარი ტრანსპორტით არ იმყოფებოდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დასაცავად ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ პატრულირებას. პოლიცია ძირითად გზებზე განთავსებული საკონტროლო-გამშვები საგუშაგოების მეშვეობით განაგრძობს მოქალაქეთა გადაადგილების კონტროლს. შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ 10 აგვისტოს მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო შეიზღუდა შესვლა-გამოსვლა მესტიის მუნიციპალიტეტში: დაბა მესტიის, ბეჩოს, ეცერის, იდლიანის, იფარის, კალას, ლატალის, ლახამულის, ლენჯერის, მულახის, ნაკრას, უშგულის, ფარის, ცხუმარის, წვირმის, ჭუბერის და ხაიშის ადმინისტრაციულ ერთეულებში. კერძოდ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, გადაადგილება შეიზღუდა როგორც მესტიის მუნიციპალიტეტის მიმართულებით, ასევე, მესტიის მუნიციპალიტეტიდან. მუნიციპალიტეტში შესვლა შესაძლებელია მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობისთვის, გამოსვლის შემთხვევაში კი - მოქალაქეები ვალდებული არიან, გაიარონ კარანტინი. აღნიშნულის გარდა, დამატებითი რეგულაციები - საკარანტინო შეზღუდვები მოქმედებს დაბა მესტიაში, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებში - უშგულსა და ლენჯერში, რაც გულისხმობს აღნიშნულ დასახლებებსა და მესტიის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებს შორის გადაადგილების შეზღუდვას. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მყოფმა ყველა პირმა დაიცვას საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)