|
2015-09-09 16:12:18, 715 ნახვა
ეკონომიკა
ვითიბი ჯგუფის კომპანიებმა საერთაშორისო ფაქტორინგული გარიგება განახორციელეს
„ვითიბი“ ჯგუფის შვილობილი სტრუქტურების მიერ გარიგება განხორციელდა, ორფაქტორიანი საერთაშორისო ფაქტორინგის მოდელით, რომლის ფარგლებშიც, „ვითიბი ბანკი ჯორჯიამ“ ქართული ღვინის ერთ–ერთ წამყვან მწარმოებელს, კომპანია „მარნის კარს“, ლიმიტი დაუწესა 1 200 000 ლარის ოდენობით, ხოლო „ვითიბი ფაქტორინგმა“ – საკუთარ თავზე აიღო დებიტორის რისკები. ფაქტორინგი წარმოადგენს ფინანსურ ინსტრუმენტს, როდესაც დაფინანსების საფუძველია ფაქტორის (ბანკის) მიერ კლიენტის (გამყიდველის) დებიტორული დავალიანების შესყიდვა. ფაქტორინგული მომსახურება მყიდველს საქონლის ან გაწეული მომსახურების შეძენისას გადავადებული გადახდის შესაძლებლობას აძლევს, ხოლო გამყიდველი მიწოდებული საქონლის ან გაწეული მომსახურების ანაზღაურებას იღებსსაქონლის მიწოდებისთანავე. ამასთან ერთად, ფაქტორინგი წარმოადგენს კომპლექსურ მომსახურებას. ფინანსირების მიღმა იგი მოიცავს გადაუხდელობის რისკის დაზღვევას, საინფორმაციო-ანალიტიკურ და შემგროვებლის მომსახურებას. „საერთაშორისო ფაქტორინგი, ქართული კომპანიებისთვის წარმოადგენს რისკების მინიმუმამდე შემცირების ეფექტურ საშუალებას და უგირავნო ფინანსირების ინსტრუმენტს. გარიგების გაფორმება შესაძლებელი გახდა, ვითიბი ჯგუფის შიგნით ეფექტურად გამართული ურთიერთთანამშრომლობის სქემის წყალობით“ ,– განაცხადა „ვითიბი ბანკი ჯორჯიას“ გენერალურმა დირექტორმა, არჩილ კონცელიძემ. „ჩვენ კომპანიას პროდუქცია ექსპორტზე გააქვს თურქეთში, უკრაინაში, ბელორუსიაში, ესტონეთში, ყაზახეთში, კანადასა და სხვა ქვეყნებში. ჩვენ ვიყავით ერთ–ერთი პირველი კომპანია, რომელმაც რუსეთს მიაწოდა ღვინო შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, 2013 წელს. ჩვენთვის რუსული ბაზარი სტრატეგიულად მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ, რომ ვითიბი ჯგუფის ფართო შესაძლებლობების გამოყენება, საშუალებას მოგვცემს გავამყაროთ ჩვენი პოზიციები რუსულ ბაზარზე და ხელს შეუწყობს ბიზნესის მოცულობის ზრდას“ – აღნიშნა კომპანია „მარნის კარის“ ხელმძღვანელმა, მამუკა გვალიამ. „ქართული ღვინო, მსოფლიოში ერთ–ერთ საუკეთესოდ ითვლება. ქართველი ღვინის მწარმოებლებისა და რუსეთის საცალო მოვაჭრეების მხარდაჭერით, ჩვენ ხელს ვუწყობთ საერთაშორისო ბაზარზე უმაღლესი ხარისხის ნაწარმის მოხვედრას“,– განაცხადა „ვითიბი ფაქტორინგის“ გენერალურმა დირექტორმა, ანტონ მუსატოვმა.
(R)
უკრაინა მოსკოვში აღლუმის დასაცავად საჰაერო თავდაცვის გარეშე დარჩენილი რუსეთში ობიექტების დაბომბვისთვის ემზადება
ელენე ხოშტარია - რეალური ზეწოლის პირობებში ოცნება უკან იხევს
ამირან გამყრელიძე დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მკურნალობასთან დაკავშირებით რეკომენდაციას ავრცელებს
კრიპტო უკვე საქართველოს ბანკის მობილბანკშია — დაიწყე ინვესტირება მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკით
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)