|
2020-08-11 10:40:23, 1177 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი შინდისის გმირებზე - ესაა გმირობის მაგალითი, რომელზეც მომავალი თაობა უნდა აღიზარდონ
„ეს არის გმირობის მაგალითი, რომელზეც მომავალი თაობა, ჩვენი შვილები უნდა აღიზარდონ“, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შინდისის გმირების მემორიალთან განაცხადა. მინისტრის თქმით, შინდისის ბრძოლა არის ჩვენს თანამედროვე ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული და შთამბეჭდავი თავგანწირვისა და გმირობის ისტორია. „შინდისის ბრძოლა არის მართლაც ჩვენს თანამედროვე ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული და შთამბეჭდავი თავგანწირვისა და გმირობის ისტორია. ჩვენ აქ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ პატივი მივაგოთ ჩვენი დაღუპული გმირების ხსოვნას, ქედს ვიხრით მათი დიდების და სულების წინაშე. მათ მშობლებს კიდევ ერთხელ მადლობას ვეუბნებით იმისთვის, რომ ასეთი გმირები აღუზარდეს და აჩუქეს ჩვენ სამშობლოს. ეს არის გმირობის მაგალითი, რომელზეც მომავალი თაობა, ჩვენი შვილები უნდა აღიზარდონ. სწორედ ამ 17-მა ვაჟკაცმა აჩვენა სამაგალითო თავგანწირვა და გმირობა. მადლობას ვეუბნები მათ და ქედს ვიხრი მათი სულების წინაშე“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. ცნობისთვის, შინდისის ტრაგედიიდან დღეს 12 წელი გავიდა.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)