|
2020-08-08 11:23:49, 2472 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი - რუსეთის ჯარი საქართველოში მაშინდელი რუსეთის ხელმძღვანელობის, მათ შორის პუტინის დავალებით შემოიჭრა
რუსეთის ჯარი შემოიჭრა საქართველოს ტერიტორიაზე, მაშინდელი რუსეთის ხელმძღვანელობის, მათ შორის პუტინის დავალებით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. მისი თქმით, 8 აგვისტოს მაინც ომის თემით სპეკულირება ქვეყნისთვის დამაზიანებელია. „საქართველოს უახლეს ისტორიაში უაღრესად მძიმე დღეა, მაგრამ ჩვენი ვალია ყველაფრის მიუხედავად პატივი მივაგოთ და გვახსოვდეს გმირები. საქართველომ ამ ომში ასობით მოქალაქე და ჯარისკაცი დაკარგა. საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებული გახდა და რა თქმა უნდა, ესაა დღეს ქართული სახელმწიფოებრივი გამოწვევა, თითოეული ჩვენგანის ვალია გვახსოვდეს ყველა დაღუპული და მოვუაროთ ქვეყანას, რათა მივაღწიოთ ქვეყნის დეოკუპაციას, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და ეს იქნება თითოეული ქართველის მიზანი გამარჯვებამდე. 8 აგვისტოს მაინც ომის თემით სპეკულირება ქვეყნისთვის დამაზიანებელია. რაც შეეხება ომის საკითხს, აგვისტოში რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გადმოლახეს საზღვარი და სრულმასშტაბიანი აგრესია განახორციელეს. ესე დაიწყო ომის საქართველოში, შედეგად 20% ოკუპირებულია და ქვეყნის განვითარების პერსპექტივა დავკარგეთ. დღეს სააქართველოში 30 000 დევნილი გვყავს. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ მშვიდობა და გონივრული პოლიტიკა ერთადერთი შესაძლებლობაა, რომ განვითარება მოხდეს. რუსეთის ჯარი შემოიჭრა საქართველოს ტერიტორიაზე, მაშინდელი რუსეთის ხელმძღვანელობის დავალებით, მათ შორის პუტინის დავალებით“, - განაცხადა გახარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)