19:59 - 30 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-08 11:02:47, 1965 ნახვა

რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ და მისმა მოადგილეებმა, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ მეომრებს პატივი მიაგეს

2008 წლის აგვისტოს ომიდან 12 წელი გავიდა.

აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ და მინისტრის მოადგილეებმა, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ მეომრებს პატივი მიაგეს.

სამინისტროს წარმომადგენლებმა აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარესთან, ბათუმის მერთან, მთავრობისა და მუნიციპალიტეტის სხვა წარმომადგენლებთან, ასევე აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრებთან ერთად რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა სკვერში შეიკრიბნენ და მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

„ჩვენი ბრძოლა თავისუფლებისთვის, ოკუპაციის წინააღმდეგ არ დასრულებულა. ეს ბრძოლა უნდა იყოს თანამიმდევრული, პრაგმატული და ყველა ერთად შევძლებთ დავძლიოთ მთავარი გამოწვევა, რასაც ჰქვია ოკუპაცია“, - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ.

2008 წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს შორის კონფლიქტს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 - სამხედრო პირი და 14 პოლიციელი შეეწირა.

აჭარიდან ომში 17 ჯარისკაცი დაიღუპა, ხუთ სამხედრო მოსამსახურეს დაზიანებების შედეგად შშმ სტატუსი აქვს მინიჭებული.

დღეს აჭარაში ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე დროშებია დაშვებული.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა ავიაკომპანიები საუდის არაბეთის საჰაერო სივრცეში არსებული საფრთხეების შესახებ გააფრთხილა
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა Flydubai-სთან დაკავშირებულ ინციდენტს „ჯიჰადისტური ტერორისტული თავდასხმის მცდელობა“ უწოდა
საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში მიღება 1 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდი და აღმოაჩინე განათლების ახალი შესაძლებლობები
გუნბა: საქართველოში ჯერ კიდევ არსებობენ ძალები, რომლებსაც აფხაზეთის ძალის გამოყენებით დაბრუნება სურთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics