|
2020-08-07 16:43:31, 20813 ნახვა
ომი უკრაინაში
პუტინი კორონავირუსს საზღვრების შეცვლისთვის იყენებს - BILDplus
პუტინი კორონავირუსს საზღვრების შეცვლისთვის იყენებს, - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გერმანული გამოცემა BILDplus. სტატიაში საუბარია რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციაზე. „ძლიერი რუსეთის ომი პატარა საქართველოს წინააღმდეგ დღევანდელ დღეს, 12 წლის წინ დაიწყო. ბრძოლა ხუთ დღეს გაგრძელდა. სულ რაღაც ორი კვირის შემდეგ, კრემლმა ოკუპირებული ტერიტორიები, სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი, დამოუკიდებლად გამოაცხადა. ფარსი არ ცნო მსოფლიოს სახელმწიფოების 97-მა პროცენტმა. რუსეთი არასოდეს დასჯილა საქართველოში მიმდინარე აგრესიის გამო. პუტინი აგრძელებს ესკალაციას. განსაკუთრებით კორონას კრიზისის დროს, კრემლი ინტენსიურად ახდენს ჰიბრიდულ ომს საქართველოს წინააღმდეგ. იმ პერიოდში, როდესაც საქართველო და მთელი მსოფლიო ყველაზე დაუცველი იყო, რუსეთმა გააფართოვა ჰიბრიდული არსენალი, მათ შორის აგრესიული მედია პროპაგანდის თვალსაზრისით. იმ დროს, როდესაც მთელი მსოფლიო ფოკუსირდება კოროვირუსის გავრცელების წინააღმდეგ, რუსეთის საოკუპაციო ძალები განაგრძობენ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ სასაზღვრო ნიშნების, მავთულხლართებისა და სხვა ბარიერების დაყენების არალეგალურ პროცესს. ოკუპანტების მიერ ე. წ. სასაზღვრო-გამშვები პუნქტების დაკეტვის გამო მთავრობა ვეღარ ახერხებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საკუთარი მოსახლეობისთვის საჭირო სამედიცინო დახმარების გაწევას, რამაც ახალგორის რაიონში ერთი პაციენტის ტრაგიკულად გარდაცვალებაც კი გამოიწვია. საოკუპაციო ძალებმა დაჭრეს და შემდეგ დააკავეს კიდევ ერთი ქართველი. ჰიბრიდული ომის რუსული ტაქტიკა რამდენიმე თვის განმავლობაში მიზნად ისახავს საქართველოში კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელოვან ცენტრზე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრზე თავდასხმას", - ვკითხულობთ სტატიაში.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)