08:18 - 12 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-07 10:18:45, 1281 ნახვა

პოლიტიკა
ელენე ხოშტარია - ის, რომ ტატუნაშვილის სიაში არ არიან შეყვანილი რუსები, ყურადღებას აკლებს საოკუპაციო ხაზზე მცხოვრებ ადამიანებს

ის, რომ ტატუნაშვილის სიაში არ არიან შეყვანილი რუსები, ეს აკლებს ყურადღებას და დაცვას იმ ადამიანებს, რომლებიც ცხოვრობენ ამ საოკუპაციო ხაზზე, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა.

მისი თქმით, კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ოკუპაცია რაღაც განყენებული პოლიტიკური პრობლემა არაა.

„კარგად უნდა გვესმოდეს რომ ეს ოკუპაცია არის რაღაც განყენებული პოლიტიკური პრობლემა, არამედ ამ ადამიანების ტრაგედიაზე და ზურგზე გადადის. ის, რაც ხდება, კონკრეტული ერთი მაგალითი, რომ ტატუნაშვილის სიაში არ არიან შეყვანილი რუსები, ეს აკლებს ყურადღებას და დაცვას იმ ადამიანებს, რომლებიც ცხოვრობენ ამ საოკუპაციო ხაზზე, როდესაც ადამიანებს კლავენ, იტაცებენ, აწამებენ, საკუთრებას ართმევენ და ეს მუდმივ რეჟიმში ხდება, ჩვენი ხელისუფლება არ შეიძლება, რომ აქტიურად არ იყოს დაკავებული ამ პრობლემის მოგვარებით ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან“, - აღნიშნა ელენე ხოშტარიამ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
სტრიკლენდი დვალიშვილი ნურმაგამედოვის ინციდენტზე - უსმან ნურმაგომედოვი ბ**ის პირდაპირი განმარტებაა
მერაბ დვალიშვილი—ნურმაგომედოვი და მისი მეგობრები უკნიდან დაგვესხნენ თავს
თბილისში, დიდუბეში ცოლ-ქმარი ლიფტში მოკლული იპოვეს
ფიფია - დროა, რუსეთთან მჭიდრო სტრატეგიული კავშირისკენ ნაბიჯი გადავდგათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics