|
2020-08-05 15:20:46, 2175 ნახვა
პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე - სააკაშვილს სამი „არა“ სჭირდება, რომ საქართველოს პოლიტიკა დატოვოს
სააკაშვილს სამი „არა“ სჭირდება, რომ საქართველოს პოლიტიკა დატოვოს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტს ორი „არა“ უკვე აქვს, ხოლო მესამე „არას“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს. „სააკაშვილს სამი „არა“ სჭირდება, რომ საქართველოს პოლიტიკა დატოვოს. მას ორი „არა“ უკვე აქვს 2012 წლის და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში, მესამე „არას“ მიიღებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში. ის უკანონოდ ერევა საქართველოს შიდა პოლიტიკაში, ვინაიდან არ გახლავთ ამ ქვეყნის მოქალაქე, ის უკანონოდ ერევა პარტიების საქმიანობაში, რასაც დემოკრატიული და პარტიების საქმიანობის პრინციპები კრძალავს. ჩვენთვის ის ნაკლებად საინტერესოა. როგორც ჩანს, ის უფრო საინტერესოა ოპოზიციისთვის, რადგან მის პარტიასა და სხვა პარტიებშიც გრძობენ, რომ ის ხელს უშლის რეალურად ოპოზიციის საქმიანობას“, - განაცხადა თალაკვაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)