|
2020-08-04 19:52:34, 1968 ნახვა
პოლიტიკა
სააკაშვილი - საქართველოში წლების განმავლობაში ლაპარაკობენ მხოლოდ საკუთარ თავზე და არ ლაპარაკობენ საკუთარ ხალხზე, ხალხს ეს მობეზრდა
„საქართველოში წლების განმავლობაში ლაპარაკობენ მხოლოდ საკუთარ თავზე და არ ლაპარაკობენ საკუთარ ხალხზე, ხალხს მობეზრდა, ყელში ამოუვიდა და სამართლიანადაც“ ,- ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია „ტვ პირველის“ დღის ამბებში განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ ივანიშვილმა 2012 წელს ფულით გააერთიანა ხალხი და დღესაც იგივეს ცდილობს. “პარტიები ხალხს მობეზრდა, ყელში ამოუვიდა და სამართლიანადაც. მობეზრდა ერთი და იგივე ადამიანების ყურება. რა თქმა უნდა, მათ შორის არიან ღირსეული ადამიანები, დამსახურებული ადამიანებიც, მაგრამ მთლიანობაში, ძირითადი ნაწილი ხალხისთვის არის უკვე სრულიად გაუგებარი იმიტომ, რომ საქართველოში წლების განმავლობაში ლაპარაკობენ მხოლოდ საკუთარ თავზე და არ ლაპარაკობენ საკუთარ ხალხზე 2012 წელს ივანიშვილმა გააერთიანა ხალხი ფულით. 2020-ში ის ასევე ცდილობს, იმუშაოს ფულით და ცდილობს შექმნას ილუზია, რომ არ ხდება გაერთიანება. ეს პრობლემა საერთოდ არ არის იმიტომ, რომ ჩვენ, მართლაც, ნაციონალურ მოძრაობაში გვექნება წარმოდგენილი ძალიან ფართო საზოგადოებრივი კოალიცია. ძალიან ბევრი საინტერესო ადამიანი შემოვა ქართულ პოლიტიკაში მე არა ვარ პარტიული სახელების კოლექციონერი. აღარ მიზიდავს, რაღაცნაირად, ბევრი პარტიული სახელის სადღაც ჯიბეში ჩადება, მით უმეტეს, ეს ჯიბე არ არსებობს. არსებობს ბრძოლა, ბრძოლაში ვინც არის წინ ის არის ABBA-ის სიმღერაში როგორც არის - The winner takes it all, გამარჯვებული მიიღებს ყველაფერს. და გამარჯვებული იქნება ის, ვინც იქნება ყველაზე ბრძოლისუნარიანი” , - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)