|
2020-08-03 12:13:52, 2344 ნახვა
პოლიტიკა
2019 წელს პარლამენტის 21 დეპუტატს სიტყვით გამოსვლის უფლებით არ უსარგებლია
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” პარლამენტის მონიტორინგის ფარგლებში 2019 წლის პირველი იანვრიდან 2019 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობა შეაფასა. როგორც ორგანიზაციაში ამბობენ, მიუხედავად იმისა, რომ გაიზარდა სიტყვით გამომსვლელი დეპუტატების რაოდენობა, კვლავ პრობლემად რჩება დეპუტატების აქტივობა, რომლებიც საერთოდ არ სარგებლობენ ამ უფლებით, კერძოდ საანგარიშო პერიოდში სიტყვით გამოსვლის უფლებით საერთოდ არ უსარგებლია 21 დეპუტატს, ესენია: ესენია: ირაკლი აბუსერიძე (უმრავლესობა, მაჟორიტარი), ლევან ბეჟანიძე (უმრავლესობა, მაჟორიტარი), რუსლან გაჯიევი (უმრავლესობა, მაჟორიტარი), მახირ დარზიევი (უმრავლესობა), მუხრან ვახტანგაძე (უმრავლესობა, მაჟორიტარი), ზაზა კედელაშვილი („ევროპული საქართველო”), თეიმურაზ კოხრეიძე (უმრავლესობა), იოსებ მაკრახიძე (უმრავლესობა, მაჟორიტარი), სამველ მანუკიანი (უმრავლესობა), ენზელ მკოიანი (უმრავლესობა, მაჟორიტარი), გიორგი მოსიძე (დამოუკიდებელი წევრი, მაჟორიტარი), რომან მუჩიაშვილი (უმრავლესობა, მაჟორიტარი), რამაზ ნიკოლაიშვილი (დამოუკიდებელი წევრი), რუსლან პოღოსიანი (უმრავლესობა), დიმიტრი სამხარაძე (უმრავლესობა), ერეკლე ტრიპოლსკი (უმრავლესობა), გოდერძი ჩანქსელიანი (უმრავლესობა, მაჟორიტარი), არჩილ ხაბაძე (უმრავლესობა), ირაკლი ხახუბია (უმრავლესობა, მაჟორიტარი), ელგუჯა გოცირიძე (უმრავლესობა, მაჟორიტარი), ვიქტორ ჯაფარიძე (უმრავლესობა). ამასთან, მათივე ცნობით, პრობლემას წარმოადგენს, პარლამენტის შენობაში შესვლისა და სხდომებზე დასწრების საკითხი. „მოქალაქეებს, ჟურნალისტებსა და პარლამენტის წევრებსაც კი, არაერთხელეთქვათ დაუსაბუთებელი უარი პარლამენტის შენობაში შესვლაზე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პარლამენტის ყოველწლიური ანგარიშის წარდგენაზე დასწრების უფლება არ მიეცა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს; ჯერ კიდევ არ არის ამოქმედებული პარლამენტის ახალი ვებგვერდი, რომელიც ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ერთ-ერთ მნიშვნელოვან ვალდებულებას წარმოადგენს“,- ნათქვამია ანგარიშში.
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)