|
2020-07-31 10:18:55, 4065 ნახვა
პოლიტიკა
ანდრიუს კუბილიუსი რურუას განაჩენზე - ჩაერევა საქართველოს პრეზიდენტი და დაიცავს 8 მარტის შეთანხმების სულისკვეთებას?
„მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილის გიორგი რურუას განაჩენს ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი ეხმაურება და ამბობს, რომ საქართველოში სასამართლოს პოლიტიზირება კვლავ გრძელდება. კუბილიუს აინტერესებს, რურუას განაჩენთან დაკავშირებით ჩაერევა თუ არა საქართველოს პრეზიდენტი და ამით დაიცავს 8 მარტის შეთანხმების სულისკვეთებას. „აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ გაგაფრთხილათ სასამართლოს სისტემისა და საარჩევნო პროცესის პოლარიზაციის შეწყვეტის შესახებ. მაგრამ სასამართლოს პოლიტიზირება კვლავ გრძელდება: გიორგი რურუას, ოპოზიციური არხის ერთ-ერთ მეწილეს, პატიმრობა მიუსაჯეს. ამ საკითხში ჩაერევა თუ არა საქართველოს პრეზიდენტი და დაიცავს 8 მარტის შეთანხმების სულისკვეთებას?“ - წერს კუბილიუსი "ტვიტერზე". შეგახსენებთ, რომ „მთავარი არხის“ ერთ-ერთ მეწილეს გიორგი რურუა სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)