|
2015-09-07 11:55:56, 891 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი ქადაგიძე მოქალაქეებს მოუწოდებს, ბანკებს საკუთარი საკრედიტო ხელშეკრულებების რესტრუქტურიზაცია მოსთხოვონ
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის განცხადებით, იმ მოქალაქეებმა, რომლებისთვისაც სესხის მომსახურება მნიშვნელოვან პრობლემად იქცა, საკუთარ კომერციულ ბანკებს საკრედიტო ხელშეკრულებების რესტრუქტურიზაცია უნდა მოსთხოვონ. როგორც ქადაგიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, შექმნილ ვითარებაში ბანკებმა მოქალაქეებს რესტრუქტურიზაციის სანაცვლოდ, არავითარი დამატებითი საურავები არ უნდა დააკისრონ ან არ დაემუქრონ ე.წ. შავ სიაში მოხვედრით. გიორგი ქადაგიძის თქმით, აღნიშნულ პროცესს ეროვნული ბანკი გააკონტროლებს. „არაფერი არ არის გასაკვირი და უცნაური იმაში, რომ მოსახლეობის ნაწილს გაურთულდათ სესხების მომსახურება. ვინაიდან, განსაკუთრებით მათ, ვისაც დოლარში ჰქონდა სესხი, გაეზარდათ სესხის მომსახურების ტვირთი. შესაბამისად, იმ ჩვენმა მოქალაქეებმა, ვისთვისაც ეს მნიშვნელოვან პრობლემად იქცა, უნდა მიაკითხონ საკუთარ კომერციულ ბანკებს და მოსთხოვონ მათ რესტრუქტურიზაციები საკუთარი საკრედიტო ხელშეკრულებების. ბანკებმა უნდა გამოიჩინონ მაქსიმალური მოქნილობა და არავითარ შემთხვევაში არ უნდა დააკისრონ არც გაზრდილი პროცენტი, არც დამატებითი საურავები რესტრუქტურიზაციების სანაცვლოდ და მითუმეტეს მიუღებელია მუქარა, ე.წ. შავ სიაში მოხვედრის. საბანკო სექტორმა უნდა გამოიჩინოს სოციალური პასუხისმგებლობა. ამ პროცესს ჩვენ გავაკონტროლებთ და გავუწევთ მონიტორინგს“, - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)