|
2020-07-30 10:41:29, 3325 ნახვა
პოლიტიკა
ეკა ბესელია მცხეთის მაჟორიტარობისთვის იბრძოლებს
პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერი ეკა ბესელია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში კენჭს მცხეთის მაჟორიტარად იყრის. როგორც ბესელიამ განაცხადა, ჯერჯერობით უცნობია, იყრიან თუ არა კენჭს პარტიიდან თბილისის ოლქში. „ჩვენ ვაპირებთ, რომ რამდენიმე მაჟორიტარულ ოლქში წარვადგინოთ კანდიდატები. ეს მოხდება აგვისტოს შუა რიცხვებში, როდესაც ჩვენ საარჩევნო სიასაც სრულად დავასახელებთ და კანდიდატებსაც წარვადგენთ. დღეს დასახელდება მხოლოდ ის სამაჟორიტარო ოლქი, სადაც მე პირადად ვიყრი კენჭს, როგორც მაჟორიტარი. რამდენიმე ოლქი იქნება რეგიონში. ვნახოთ, თბილისში იქნება თუ არა, ეს დამოკიდებულია იმ ბოლო კონსულტაციებზე, რასაც ახლა ვმართავთ“, - განაცხადა ეკა ბესელიამ. შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნებიდან“ მცხეთის ოლქში კენჭს რეგიონის გუბერნატორი, შალვა კერესელიძე იყრის.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)