|
2020-07-30 09:50:18, 3289 ნახვა
სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტმა ტაქტიკური სწავლება ჩაატარა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტმა იაღლუჯის საწვრთნელ სასროლეთზე ტაქტიკური საჩვენებელი სწავლება გამართა. სწავლებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძე, სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის დირექტორი ზურაბ ჭაბაშვილი და სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფების ხელმძღვანელები დაესწრნენ. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ შსს-მ განუცხადა. ტაქტიკური საჩვენებელი სწავლების მიზანი შინაგან საქმეთა მინისტრისა და სხვა ხელმძღვანელი პირებისთვის სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის სწრაფი რეაგირების სამმართველოს მომზადების დონის დემონსტრირება წარმოადგენდა. ტაქტიკური საჩვენებელი სწავლების დროს სტრატეგიული მილსადენების დეპარტამენტის დანაყოფებმა კონკრეტულ ინციდენტზე კომპლექსური ღონისძიებების დემონსტრირება მოახდინეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის, ბაქო-თბილისი-ერზრუმის სამხრეთ-კავკასიური გაზსადენის, სუფსის ნავთობის ტერმინალის და მათი ინფრასტრუქტურის ობიექტების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
ხარკოვში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ნანგრევების ქვეშ სამი გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინის საჰაერო ძალებს არ მიუღიათ წინასწარი ინფორმაცია კიევის დაბომბვისას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)