|
2020-07-28 17:57:56, 3684 ნახვა
პოლიტიკა
„ევროპულმა საქართველომ“ „ნაციონალურ მოძრაობას“ მაჟორიტარების გადანაწილების ორი სქემა შესთავაზა
„ევროპული საქართველო“ „ნაციონალურ მოძრაობას“ მაჟორიტარების გადანაწილების ორ სქემას სთავაზობს. ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა. როგორც ბოკერიამ ბრიფინგზე აღნიშნა, ერთ-ერთი შეთავაზების მიხედვით, „ნაციონალურ მოძრაობას“ საკუთარი კანდიდატები უნდა დაეყენებინა ყველა დიდ ქალაქში, ხოლო დანარჩენ ოლქებში მხარი სხვა ოპოზიციური პარტიების კანდიდატებისთვის დაეჭირა. „ჩვენ ვთავაზობდით და ვთავაზობთ ახლაც „ნაციონალურ მოძრაობას“ ორ ვარიანტს. ერთი არის ფართო ვარიანტი, როდესაც ვთანხმდებით, რომ ჩვენ, ყველანი თბილისის შეთანხმების მონაწილეები ვართ. ამ შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობა“ აყენებს კანდიდატს, რომელსაც ყველა თბილისის შეთანხმების პარტია უჭერს მხარს ყველა დიდ ქალაქში. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ ტიპის ფართო შეთანხმება არის უკეთესი. თუ ეს შეთანხმევა ვერ შედგება რაიმე მიზეზით, ჩვენ, „ევროპული საქართველო“ მათ ვთავაზობდით უფრო ვიწრო შეთანხმებას ჩვენს შორის, უფრო მარტივს, რომლის მიხედვითაც ყველა დიდ ქალაქში ჩვენ ვუთმობდით მათ კანდიდატს“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)