|
2020-07-28 13:31:57, 2712 ნახვა
პოლიტიკა
სალომე სამადაშვილი - ნუ შევიყვანთ საზოგადოებას შეცდომაში, რომ მაჟორიტარებზე გადის არჩევნების ბედი
ნუ შევიყვანთ საზოგადოებას შეცდომაში, რომ მაჟორიტარებზე გადის არჩევნების ბედი, - ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილე, სალომე სამადაშვილი „ევროპულ საქართველოში“ გუშინ გაკეთებულ განცხადებას. როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლების დამარცხებისთვის მნიშვნელოვანია პროპორციული არჩევნების გზით მიღებული შედეგი. „გადამწყვეტი ბიძინა ივანიშვილის დასამარცხებლად არის ის შედეგები, რომელსაც პროპორციული არჩევნების გზით აჩვენებენ პოლიტიკური პარტიები, ამიტომ, ნუ მოვატყუებთ ჩვენს საზოგადოებას, რომ მაჟორიტარებს აქვთ გადამწყვეტი როლი: არც ამ არჩევნებში აქვთ, არც წინა არჩევნებში და არ იმის წინა არჩევნებში. ჩვენ არანაირ გადაწყვეტილებას არ მივიღებთ, რაც დააზიანებს ჩვენს ინტერესებს, რაც შეეხება პარტიული პროპორციული სიით რაც შეიძლება მეტი მხარდაჭერის მოპოვებას“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა. შეგახსენებთ, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, ერთიანი მაჟორიტარი კანდიდატების შერჩევა ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დასამარცხებლად აუცილებელი პირობაა. უგულავა ოპოზიციურ პარტიებს, უახლოეს დღეებში, საერთო მაჟორიტარ კანდიდატებზე შეთანხმებისკენ მოუწოდებს.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)