07:54 - 12 Nov, 2026
|
2020-07-28 10:39:17, 2420 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი - მაიკ პომპეოსთან საუბრისას ხაზი გავუსვი ჩვენს ვალდებულებას შემოდგომაზე სამართლიანი არჩევნების ჩატარებისადმი
საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, მაიკ პომპეოსთან გამართულ სატელეფონო საუბარს სოციალურ ქსელში ეხმაურება. როგორც პრემიერ-მინისტრი წერს, მან ხაზი გაუსვა ქვეყნის ვალდებულებას დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის და შემოდგომაზე თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებისადმი. "სასიამოვნო იყო საუბარი მაიკ პომპეოსთან აშშ-ისა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობისა და ახალ სფეროებში თანამშრომლობის შესახებ. მას მადლობა გადავუხადე კონსტიტუციური ცვლილებების მხარდაჭერისთვის. ხაზი გავუსვი ჩვენს ვალდებულებას დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის მიმართ და ამ შემოდგომაზე თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებისადმი", - წერს გახარია "ტვიტერზე".
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)