|
2020-07-27 18:24:32, 2724 ნახვა
სამართალი
შაქარაშვილის საქმის პროკურორი - ბრალდებულების მხრიდან მიმალვისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე არსებობს, რის გამოც მოსამართლემ წინასწარი პატიმრობა ძალაში დატოვა
გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორის, დავით ყაზარაშვილის განცხადებით, სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია და 11-ვე ბრალდებულის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა ძალაში დატოვა. მისი თქმით, ბრალდებულების მხრიდან კვლავ არსებობს მიმალვის, მტკიცებულებების განადგურების და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე. „სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია და 11-ვე ბრალდებულის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების სახით ძალაში დატოვა პატიმრობა. რაც შეეხება უშუალოდ საფუძვლებსა და არგუმენტებს, ეს იყო ის, რომ არსებობდა მიმალვის საფრთხე, მტკიცებულებების განადგურების საფრთხე, ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე და უშუალოდ იმ ქმედებიდან გამომდინარე, რომელიც ბრალად აქვთ წარდგენილი კონკრეტულ ბრალდებულებს, იყო სხვა უამრავი მტკიცებულება თუ გარემოება, რომლებიც იძლეოდნენ ამის საფუძველს“, - განაცხადა დავით ყაზარაშვილმა. ცნობისთვის, მცხეთის რაიონულმა სასამართლომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 11 პირის აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის საკითხზე იმსჯელა და ყველა მათგანი პატიმრობაში დატოვა.
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
ხარკოვში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ნანგრევების ქვეშ სამი გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინის საჰაერო ძალებს არ მიუღიათ წინასწარი ინფორმაცია კიევის დაბომბვისას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)