|
2020-07-27 11:29:44, 2739 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ვაშაძემ და თაკო ჩარკვიანმა პოლიტიკური პლატფორმა „სტრატეგია აღმაშენებელი“ დააფუძნეს
„ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ და „კანონი და სამართალის“ დამფუძნებელმა, თაკო ჩარკვიანმა ახალი პლატფორმა, სახელწოდებით „სტრატეგია აღმაშენებელი“ დააფუძნეს. „მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შევქმნათ ახალი პოლიტიკური პლატფორმა, რომლის სახელწოდებაც იქნება „სტრატეგია აღმაშენებელი“. პლატფორმა შედგება სამი სუბიექტისგან – „ახალი საქართველო“, „კანონი და სამართალი“ და სტრატეგია აღმაშენებლის ის ექსპერტები, რომლებთან ერთადაც ჩვენ წარვუდგინეთ საზოგადოებას ქვეყნის განვითარების გეგმა“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ. როგორც ვაშაძემ განაცხადა, გაერთიანების მიზანია, რომ დაამარცხოს უმუშევრობა და სიღარიბე. „ამ გაერთიანების შესახებ 30 ივლისს გესაუბრებით, სადაც წარვადგენთ ჩვენს საარჩევნო პროგრამას, ახალი თაობის პროფესიონალებს, რომლებიც ჩვენს გუნდს შემოუერთდებიან. არჩევანი მარტივია, აღმშენებლობა, თუ დამსხვრეული ოცნებების პარტია, ეს არის არჩევანი, რომელიც თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გააკეთოს“, – განაცხადა ვაშაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)