|
2020-07-24 12:08:37, 3445 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი - ზოგიერთი პოლიტიკური ძალა კონკრეტული ოჯახების ტრაგედიას პოლიტიკური პროცესისთვის იყენებს
ზოგიერთი პოლიტიკური ძალა კონკრეტული ოჯახების ტრაგედიას პოლიტიკური პროცესისთვის იყენებს, - ამის შესახებ პრემიერ-მიბნისტრმა გიორგი გახარიამ განცხადა. მისი თქმით, იმისთვის, რომ ინტერპრეტირების საშუალება გარკვეულ გახმაურებულ საქმეებთან დაკავშირებით არ იყოს, შსს-მ საზოგადოებისა და მედიის ინფორმირება უნდა უზრუნველყოს. „გამოძიებასთან დაკავშირებით მე ვთქვი ზუსტად ის, რასაც ვამბობდი მაშინ, როდესაც შს მინისტრი ვიყავი. საქართველოს მართმსაჯულების სისტემას გარკვეული რეფორმირებები სჭირდება. სისტემური განახლება, რაც იყო, ეს იყო სწორედ ის რეფორმების მიმართულება, რომელიც უნდა გაგრძელდეს. მე ვთქვი, რომ კომუნიკაცია მაშინ, როდესაც მძაფრ პოლიტიკურ პროცესში ვარ მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ, სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთიობას ზოგიერთი პოლიტიკური ძალა იყენებს ქვეყნის საწინააღმდეგო, ასევე, ამ შემთხვევაში კონკრეტული ოჯახების ტრაგედიას იყენებენ ასევე პოლიტიკური პროცესისთვის და ინტერპრეტირების უფლება რომ არ მივცეთ, ამიტომ მეტი ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ მედიასაც და საზოგადოებასაც“, - განაცხადა გახარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)