|
2020-07-23 11:30:11, 19234 ნახვა
ომი უკრაინაში
გახარია - შტაბი მზადაა, გარდაბანში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, საკარანტინე ზომები სწრაფად გაამკაცროს
პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, საკოორდინაციო შტაბს მიღებული აქვს დავალება, რომ გარდაბანში სიტუაციის გამწვავების შემთხვევაში სწრაფად მოახერხონ საკარანტინე ზომების გამკაცრება. გახარიამ აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ვფლობთ სიტუაციას და კონტროლდება გავრცელების საკითხი მაინც უაღრესი ყურადღება გვმართებს. „ბოლო დღეების განმავლობაში ფიქსირდება ვირუსით ინფიცირების მკვეთრი ზრდა. რაც არის საყურადღებო და მიუხედავად იმისა, რომ ვფლობთ სიტუაციას და ვაკონტროლებთ გავრცელების საკითხს, უაღრესი ყურადღება გვმართებს. გავრცელება კონცენტრირდება გარდაბნის რამდენიმე სოფელში. შტაბს აქვს მიღებული დავალება, იმასთან დაკავშირებით, რომ სიტუაციის გამწვავების პირობებში, ჩვენ გვქონდეს შესაძლებლობა სწრაფად მოვახერხოთ საკარანტინე ზომების გამკაცრება კონკრეტულ ლოკაციებზე. ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ ვირუსის სწრაფი მართვა და ეკონომიკის ამუშავება არის ერთმანეთთან დაკავშირებული საკითხი“, - განაცხადა გახარიამ.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)