07:48 - 12 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-22 15:34:59, 4064 ნახვა

პოლიტიკა
გოცირიძე - ბიძინა ივანიშვილს ვერ მოუნელებია, რომ ოქრუაშვილის გამოშვება აიძულეს

„ირაკლი ოქრუაშვილთან დაკავშირებით ვერ მოუნელებია ბიძინა ივანიშვილს, რომ აიძულეს მისი გამოშვება და დარდით ეღვიძება“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

გოცირიძე აღნიშნავს, რომ ესაა ბიძინა ივანიშვილის „ბოლო გაფაფხურება“

„ირაკლი ოქრუაშვილთან დაკავშირებით ვერ მოუნელებია ბიძინა ივანიშვილს, რომ აიძულეს მისი გამოშვება და რამდენჯერაც გაეღვიძება, როგორც ჩანს, დარდით ეღვიძება და დაავალა სასამართლოს, რომ ეს პროცესები დაიწყოს. ესაა ბოლო გაფაფხურება“, - განაცხადა გოცირიძემ.

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილისა და ყოფილი გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილის სასამართლო პროცესი ბუტა რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით მიმდინარეობს.

ცნობისთვის, რომ ოქრუაშვილსა და ადეიშვილს აღნიშნულ საქმეზე სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებიან. მათ ბრალი სსსკ-ის 332-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) წარედგინათ, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას სამიდან რვა წლამდე ვადით ითვალისწინებს.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
სტრიკლენდი დვალიშვილი ნურმაგამედოვის ინციდენტზე - უსმან ნურმაგომედოვი ბ**ის პირდაპირი განმარტებაა
მერაბ დვალიშვილი—ნურმაგომედოვი და მისი მეგობრები უკნიდან დაგვესხნენ თავს
თბილისში, დიდუბეში ცოლ-ქმარი ლიფტში მოკლული იპოვეს
ფიფია - დროა, რუსეთთან მჭიდრო სტრატეგიული კავშირისკენ ნაბიჯი გადავდგათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics