13:26 - 14 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-21 17:29:09, 1910 ნახვა

საზოგადოება
ლევან დავითაშვილი: FAO-ს 2020 წლის პროგნოზით, უდაბნოს კალიის გეოგრაფიული არეალის გაზრდა საფუძველს მოკლებულია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, საქართველოში უდაბნოს კალიის მიგრაციასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

„ბევრი არაკომპეტენტური და არასწორი ინფორმაცია ვრცელდებოდა საქართველოში უდაბნოს კალიის შემოსვლასა და გავრცელებასთან დაკავშირებით. აღნიშნული მავნებელი საქართველოს ტერიტორიაზე არასდროს დაფიქსირებულა. არსებობს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) კვლევები. FAO-ს 2020 წლის პროგნოზით, მავნებლის გეოგრაფიული არეალის გაზრდა საფუძველს მოკლებულია. არც ერთი სპეციალისტი არ იზიარებდა მოსაზრებას გავრცელების შესაძლებლობაზე. აღნიშნულის შესახებ ჩვენ მოსახლეობას ინფორმაცია მივაწოდეთ. თუმცა, აღმოსავლეთ საქართველოში - კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში ფიქსირდება სასოფლო-სამეურნეო კულტურების მავნებელი იტალიური კალია. აღნიშნულ მავნებელთან ბრძოლა ინტენსიურად მიმდინარეობს. ჩვენ გვაქვს სპეციალური პროგრამა, რომელსაც ყოველწლიურად  ვახორციელებთ. ეს მავნებელი, დიდწილად, აზიანებს ჩვენს სასაზღვრო რაიონებს, მათი მიგრაცია ხდება ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან.

წელს, კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, კალიებთან ბრძოლა გვიწევს როგორც მთლიანად კახეთში, ისე ქვემო ქართლში, თბილისის შემოგარენში, მცხეთა-მთიანეთსა და შიდა ქართლში. სასოფლო-სამეურნეო კულტურების მავნებელთან ბრძოლა მნიშვნელოვანია მოსავლის გადარჩენის, მწვანე საფარის შენარჩუნების და ეკონომიკური ზარალის თავიდან ასაცილებლად“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დემოკრატები მასკს მოუწოდებენ, შეინარჩუნოს დოკუმენტები Starlink-ის უკრაინისთვის შეზღუდვების შესახებ
პოლონეთმა აშშ-სგან უკრაინისთვის იარაღის შესყიდვის დაფინანსება შეაჩერა
თეთრმა სახლმა დაადასტურა ტრამპის, პუტინისა და სი ძინპინის პირველი ერთობლივი შეხვედრა - განხილვის თემები ცნობილია
აშშ-ში საჰაერო მიმოსვლის მასშტაბური შეფერხების შედეგად დაახლოებით 1.5 მილიონი ადამიანი დაზარალდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics