|
2020-07-20 20:35:08, 4665 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უარყოფს აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციას, სომხეთისათვის იარაღის მიწოდებას საქართველოს გავლით
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ აზერბაიჯანული მედია დეზინფორმაციაში დაადანაშაულა და უარყო მათ მიერ გავრცელებული ინფორმაცია. მათ ასევე აღნიშნეს, რომ ინფორმაცია საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობის დაძაბვას ემსახურებოდა. „ერთ-ერთი აზერბაიჯანული მედია საშუალების მიერ გავრცელდა დეზინფორმაციული ხასიათის პუბლიკაცია, რომელიც შეიცავს უამრავ უზუსტობებს. სამწუხაროა, რომ აზერბაიჯანული, თითქოსდა სერიოზული ინტერნეტ გამოცემა, არაობიექტურად აღწერს ფაქტებს, საზოგადოება შეჰყავს შეცდომაში და ცდილობს ჩრდილი მიაყენოს საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიულ პარტნიორობას და მეგობრობას“ , - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანულმა მედიამ, Haqqin.az-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანის წინააღმდეგ სომხეთს საბრძოლო იარაღი საქართველოს ტერიტორიის გავლით მიეწოდა. გამოცემამ ასევე აღნიშნა, რომ საბრძოლო იარაღები სომხეთს რუსეთმა საქართველოს გზით მიაწოდა, რამაც ბაქოში ძალიან დიდი არეულობა და გაუგებრობა გამოიწვია.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)