|
2020-07-19 11:48:57, 2654 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი - მიმდინარე წელს, საქართველოდან, დაახლოებით, 700 ტონამდე ლურჯი მოცვია ექსპორტირებული
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, სენაკის მუნიციპალიტეტში, ახლადგაშენებული მოცვის ბაღი დაათვალიერა და სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარებს შეხვდა. სოფელ ნოსირში, სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, შპს „ინტერაგრომ“ 10 ჰექტარზე ლურჯი მოცვის ბაღი გააშენა. პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, კომპანიამ ბაღის გაშენებისათვის და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის 230,000 ლარის სახელმწიფო დაფინანსება მიიღო. „ინტერაგრო“ შეღავათიანი აგროკრედიტის ბენეფიციარიცაა. პროგრამის ფარგლებში კომპანიამ, ბაღის გაშენებისთვის, 500,000 ლარის აგროკრედიტი მიიღო; 200,000 ლარი ბენეფიციარის ინვესტიციაა. „დღეისათვის, საქართველოში, ლურჯი მოცვის ბაღი 700 ჰექტარზე მეტ ფართობზეა გაშენებული. მიმდინარე წელს, ქვეყნიდან, დაახლოებით, 700 ტონამდე ლურჯი მოცვია ექსპორტირებული, რომლის ღირებულება რამდენიმე მილიონი დოლარია. საქართველოდან ლურჯი მოცვის ექსპორტი რამდენიმე წლის წინ საერთოდ არ ხორციელდებოდა. თუ ფერმერების მხრიდან დაინტერესების ეს ტემპი შენარჩუნდა, მომავალში ათეულობით მილიონი დოლარის ღირებულების პროდუქციის ექსპორტის მოლოდინი გვაქვს. ლურჯი მოცვის წარმოებაში ჩვენს ფერმერებს გამოცდილება უგროვდებათ. სახელმწიფოც ინტენსიურად არის ჩართული ამ პროცესში. პროექტი „დანერგე მომავალი“ ითვალისწინებს მნიშვნელოვან საგრანტო დახმარებასა და თანადაფინანსებას, რაც მოტივაციაა ინვესტორებისთვის. საქართველოს განსაკუთრებული კლიმატური პირობები გვაძლევს საშუალებას, რომ ექსპორტი განვახორციელოთ ზუსტად იმ დროს, როდესაც ბაზარზე მეტი მოთხოვნაა და ნაკლები კონკურენცია. ამიტომ ეს კონკურენტული უპირატესობა ქვეყანამ უნდა გამოიყენოს. ლურჯი მოცვი საქართველოსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემოსავლის მომტანი კულტურა იქნება“ , - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. სენაკის მუნიციპალიტეტში, ლევან დავითაშვილთან ერთად, სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონის რწმუნებული, ალექსანდრე მოწერელია და სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორი, ილია თამარაშვილი იმყოფებოდნენ.
დემოკრატები მასკს მოუწოდებენ, შეინარჩუნოს დოკუმენტები Starlink-ის უკრაინისთვის შეზღუდვების შესახებ
პოლონეთმა აშშ-სგან უკრაინისთვის იარაღის შესყიდვის დაფინანსება შეაჩერა
თეთრმა სახლმა დაადასტურა ტრამპის, პუტინისა და სი ძინპინის პირველი ერთობლივი შეხვედრა - განხილვის თემები ცნობილია
აშშ-ში საჰაერო მიმოსვლის მასშტაბური შეფერხების შედეგად დაახლოებით 1.5 მილიონი ადამიანი დაზარალდა
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)