|
2020-07-18 10:08:45, 2466 ნახვა
საზოგადოება
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ შსს-ს დოკუმენტების ინსპექტირების თანამედროვე აღჭურვილობა გადასცა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IOM), ევროკავშირის ფინანსური დახმარებით, დოკუმენტების ინსპექტირების თანამედროვე აღჭურვილობა საჩუქრად გადასცა. სამინისტროს ცნობით, აღჭურვილობის გადაცემის ცერემონია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა. ღონისძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი – ვაჟა სირაძე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს უფროსი გურამ დავითაშვილი, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი ეკატერინე მაჭავარიანი, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მისიის ხელმძღვანელი საქართველოში სანია ჩელებიჩ ლუკოვაცი და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პოლიტიკის, პრესისა და ინფორმაციის განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილე მონიკა ჩაკი დაესწრნენ. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისთვის გადაცემული საერთაშორისო სტანდარტების აღჭურვილობა მესაზღვრე-ოფიცრებს დოკუმენტების საფუძვლიან შესწავლასა და მათი ნამდვილობის განსაზღვრაში დაეხმარება. „აღნიშნული აღჭურვილობა IOM-მა შეიძინა პროექტის – „საქართველოში საზღვრისა და მიგრაციის მართვის მდგრადობის უზრუნველყოფა (SBMMG)“ – ფარგლებში, რომლის მიზანია საქართველოს მთავრობის შესაძლებლობების გაძლიერება ინტეგრირებული საზღვრის მართვისა და მიგრაციის მართვის მიმართულებით, ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული სათანადო ხელშეკრულებებისა და სამოქმედო გეგმების, განსაკუთრებით, ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესაბამისად. შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ევროკავშირს შორის მრავალწლიანი მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში არაერთი წარმატებული პროექტი განხორციელდა, რომლებმაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი სამინისტროს შესაძლებლობების გაძლიერებას“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.
დემოკრატები მასკს მოუწოდებენ, შეინარჩუნოს დოკუმენტები Starlink-ის უკრაინისთვის შეზღუდვების შესახებ
პოლონეთმა აშშ-სგან უკრაინისთვის იარაღის შესყიდვის დაფინანსება შეაჩერა
თეთრმა სახლმა დაადასტურა ტრამპის, პუტინისა და სი ძინპინის პირველი ერთობლივი შეხვედრა - განხილვის თემები ცნობილია
აშშ-ში საჰაერო მიმოსვლის მასშტაბური შეფერხების შედეგად დაახლოებით 1.5 მილიონი ადამიანი დაზარალდა
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)