|
2020-07-17 14:56:18, 3718 ნახვა
საზოგადოება
ზურაბიშვილი - კოვიდმა გამოსცადა ჩვენი ნდობა, დემოკრატია და შევძელით სწორად გვემართა ნდობის სამკუთხედი
საქართველოს პრეზიდენტმა ანალიტიკური ორგანიზაციის „ჯეოქეისი“ ინიციატივითა და ორგანიზებით, პანდემიის პერიოდში საქართველოს გამოცდილების შესახებ დისკუსია გახსნა. პრეზიდენტმა კოვიდის მართვის პოზიტიური ეფექტებისა და მიღწეული შედეგების გამო საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან აღიარებასთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო სრულად აფასებს ევროკავშირის, საერთაშორისო საზოგადოებისა და ფინანსური ორგანიზაციების ჰუმანიტარულ, ეკონომიკურ და ფინანსურ მხარდაჭერას. „კოვიდკრიზისი საქართველოსათვის, ისევე როგორც სხვა დანარჩენი ქვეყნებისათვის, რთული გამოცდილება იყო. თუმცა, მან გარკვეულწილად გამოგვცადა და ვიტყოდი, რომ ჩვენ ეს ტესტი ჩავაბარეთ. მან გამოსცადა ჩვენი ნდობა და დემოკრატია. ჩვენ შევძელით სწორად გვემართა ნდობის სამკუთხედი - მცოდნე ეპიდემიოლოგები, ეფექტური ხელისუფლება და პასუხისმგებლიანი საზოგადოება. ამ გამოცდას ვერ ჩავაბარებდით, ხელისუფლების მიერ ჯანდაცვის სექტორის მცოდნე ექსპერტების მოსაზრებებზე დაყრდნობილი გადაწყვეტილებებისა და საზოგადოების მხრიდან ამ გადაწყვეტილებებში ნდობის არქონის გარეშე. საქართველო პატარა ქვეყანაა. სწორედ ამ სამკუთხედის ეფექტიანმა შესრულებამ მიგვაღებინა შესაბამისი შედეგები. თუმცა, ჩვენ თავშეკავებულები უნდა ვიყოთ ამ წარმატების შეფასებისას, რადგან, არავინ იცის როგორ განვითარდება შემდგომში მოვლენები. ჩვენ ასევე გამოვცადეთ ჩვენი დემოკრატია და ვფიქრობ, მოვახერხეთ პროპორციული ზომების მიღება და მრავალი სხვა ქვეყნისაგან განსხვავებით, საგანგებო მდგომარეობის დროს სრულად არ ჩავკეტეთ ქვეყანა: ჩვენ გვქონდა მსუბუქი კომნედანტის საათი, იზოლაცია და პანდემიის გაუვრცელების თავიდან აცილების მიზნით, კარანტინი მხოლოდ კონკრეტულ ადგილებში მოქმედებდა, საგანგებო მდგომარეობა დროულად მოიხსნა და ამ ყველაფრის ერთობლიობამ საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან აღიარება მოგვიტანა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ პროცესებმა გაზარდა საზოგადოების თავდაჯერებულობა და ასეთ გადაუდებელ სიტუაციებზე რეაგირების შესაძლებლობები. სამწუხაროდ, ქართველი საზოგადოება, მრავალი საუკუნის განმავლობაში, გამძლეობას იჩენდა საომარი მდგომარეობების მიმართ. ამჯერად, კი, ჩვენ საგანგებო სიტუაციების მიმართ გამოვცადეთ ჩვენი გამძლეობა. ჩვენ სრულად ვაფასებთ ევროკავშირის, საერთაშორისო საზოგადოებისა და ფინანსური ორგანიზაციებისაგან მიღებულ ჰუმანიტარულ, ეკონომიკურ და ფინანსურ მხარდაჭერას. ძალიან მნიშვნელოვანი და დასაფასებელია ევროკავშირის მიერ საქართველოს შეყვანა 15 უსაფრთხო ქვეყნის სიაში. ეს იმის ნიშანია, რომ საქართველო და ევროპა ერთმანეთისათვის მხოლოდ სამოგზაურო ადგილი არაა, ეს ჟესტი სოლიდარობის ნიშანიცაა, რომელიც ვაქცინის გამოგონებასთან ერთად, მომავალშიც უნდა შენარჩუნდეს და თითოეულ ქვეყანას თანაბრად უნდა ჰქონდეს მასზე წვდომა“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
დემოკრატები მასკს მოუწოდებენ, შეინარჩუნოს დოკუმენტები Starlink-ის უკრაინისთვის შეზღუდვების შესახებ
პოლონეთმა აშშ-სგან უკრაინისთვის იარაღის შესყიდვის დაფინანსება შეაჩერა
თეთრმა სახლმა დაადასტურა ტრამპის, პუტინისა და სი ძინპინის პირველი ერთობლივი შეხვედრა - განხილვის თემები ცნობილია
აშშ-ში საჰაერო მიმოსვლის მასშტაბური შეფერხების შედეგად დაახლოებით 1.5 მილიონი ადამიანი დაზარალდა
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)