|
2015-09-04 09:56:18, 616 ნახვა
ეკონომიკა
2015 წლის იანვარ-აგვისტოში საგადასახადო შემოსავლებმა 5 ლრდ 151მლნ 200 ათასი ლარი შეადგინა
ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საზოგადოებას მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოს ბიუჯეტის შესრულებაზე ინფორმაცია მიაწოდა. როგორც მან განაცხადა, 2015 წლის იანვარ-აგვისტოში საგადასახადო შემოსავლებმა 5მლრდ 151მლნ 200ათასი ლარი შეადგინა, რაც მინისტრის თქმით, წლიური გეგმის 66 %-ია. "აღნიშნული მაჩვენებელი გასული წლის იმავე პერიოდს 530მლნ ლარით ანუ დაახლოებით 11%-ით აღემატება. 2015წლის იანვარ -აგვისტოში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებმა ჯამში შეადგინა 6 მლრდ 304მლნ ლარი, რაც წინა წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელს 823მლნ ლარით აღენატება. 9თვის გეგმის 87პროცენტია. გადასახადებზე გითხარით რომ ეს არის 66პროცენტი, სხვა შემოსავლებზე 65პროცენტი, არაფინანსური აქტივების კლება არის 71პროცენტი",- აღნიშნა ხადურმა. რაც შეეხება გადასახდელებს, ნოდარ ხადურის განცხადებით, იანვარ -აგვისტოში გაწეული გადასახდელები ჯამში 6 მლრდ 10 მლნ ლარია, რაც 9 თვის გეგმის 83%-ს შეადგენს. "იანვარ აგვისტოში წელს დახარჯულია 660მლნ ლარი-ით მეტი წინა წლის იმავე მაჩვენებელთან შედარებით. სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული სახსრების იანვარ-აგვისტოს პერიოდში კაპიტალური პროექტების განხორციელებაზე გაწეულია უკვე 900მლნ ლარი, რაც 32პროცენრით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებლს",- განაცხადა ნოდარ დაურმა.
უკრაინა მოსკოვში აღლუმის დასაცავად საჰაერო თავდაცვის გარეშე დარჩენილი რუსეთში ობიექტების დაბომბვისთვის ემზადება
ელენე ხოშტარია - რეალური ზეწოლის პირობებში ოცნება უკან იხევს
ამირან გამყრელიძე დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მკურნალობასთან დაკავშირებით რეკომენდაციას ავრცელებს
კრიპტო უკვე საქართველოს ბანკის მობილბანკშია — დაიწყე ინვესტირება მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკით
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)