|
2020-07-17 10:55:42, 3344 ნახვა
პოლიტიკა
ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს დღეს პარლამენტი მესამე მოსმენით უყრის კენჭს
ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს დღეს პარლამენტი მესამე მოსმენით უყრის კენჭს. დღევანდელი მოსმენის ერთ-ერთი თემა იქნება ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კანონში შესატანი ცვლილებებიც. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებები კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ლიცენზირებულ კომპანიებში სპეციალური მმართველის დანიშვნის უფლებას აძლევს. ცვლილებების თანახმად, სპეციალური მმართველი შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ლიცენზიის მფლობელი პირის მიმართ უკვე გამოყენებულია ჯარიმები და ჯარიმებმა ვერ უზრუნველყო კომისიის გადაწყვეტილების აღსრულება, ხოლო ავტორიზაციის ლიცენზიის გაუქმებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესს, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ლიცენზიის მფლობელი პირების, მომხმარებლების კანონიერ ინტერესებს ან ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოს.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)