|
2020-07-16 21:47:14, 3566 ნახვა
პოლიტიკა
ნდობით ეკლესიას ჯარმა გაუსწრო - ყველაზე ცოტა პრეზიდენტს ენდობა - Edison Research
Edison Research-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებით, საქართველოს მოსახლეობის ყველაზე დიდი წილი - 90% - ჯარს ენდობა. მეორე ადგილზე ეკლესიაა - 88% ამბობს, რომ მას ენდობა. შემდეგ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოდის 79%-ით. - კვლევის შედეგები "ფორმულანიუსმა" გამოაქვეყნა. პოლიციას 70% ენდობა, უნივერსიტეტებს - 69%; ქართულ მედიას - 68%; პრემიერმინისტრს - 63%; ომბუდსმენს - 61%; ადგილობრივ ხელისუფლებას - 57%; მთავრობას - 52%; ცესკოს - 51%; NGO-ებს - ასევე 51%; ნდობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კი საქართველოს პრეზიდენტს აქვს - 59% ამბობს, რომ მას არ ენდობა. ასევე 58% არ ენდობა პოლიტიკურ პარტიებს; 58% ამბობს, რომ არ ენდობა ქართულ ბანკებს; 54% არ ენდობა პროკურატურას; ასევე 54% არ ენდობა სასამართლოებს; 51% არ ენდობა პარლამენტს. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია "ფორმულას" დაკვეთით ავტორიტეტულმა კვლევითმა კომპანიამ Edison Research ჩაატარა. კვლევა 23 ივნისი - 13 ივლისის პერიოდში, პირისპირ გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. კვლევის ფარგლებში შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 18 წლისა და მეტი ასაკის 2 101 ადამიანი. შედეგების ცდომილება + - 2.1%-ია.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)