|
2015-09-03 19:13:26, 827 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი საქართველოში გერმანიის ელჩს შეხვდა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ბეტინა კადენბახს შეხვდა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-გერმანიის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. დიმიტრი ქუმსიშვილმა ისაუბრა საქართველოში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობაზე, აგრეთვე ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალსა და მსხვილ საინვესტიციო პროექტებზე. შეხვედრაზე ასევე წარიმართა საუბარი აბრეშუმის გზის ფორუმზე, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით 2015 წლის ოქტომბერში გაიმართება. ფორუმის მიზანია ახალი ხედვების აღმოჩენა და პარტნიორობის გაძლიერება თანამშრომლობის ისეთ სფეროებში, როგორიცაა: ტრანსპორტი, ენერგეტიკა, ვაჭრობა და ხალხთა შორის კავშირები.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)