07:36 - 12 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-16 11:14:51, 3367 ნახვა

პოლიტიკა
კაკულია კობერიძეს - შენი ბულინგის არავის ეშინია, თუ ძმა ხარ, მორჩი ბოდიალს და დემაგოგიას

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებს, რომან კაკულიასა და ლევან კობერიძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

დაპირისპირების მიზეზი „ელექტრონული კომუნიკაციების“ კანონპროექტი გახდა, რომელში შესატან ცვლილებებსაც კომიტეტის სხდომაზე დღეს მეორე მოსმენით განიხილავენ.

„ერთი შეკითხვა მაქვს ლევან შენთან, დარწმუნებული ხარ, რომ სიღრმისეულად რასთან გვაქვს საქმე ნამდვილად იცი? შენ რომ ძალიან გვიან გამოიღვიძე, ძალიან მოხარულები ვართ ამ გამოღვიძებით. შენი პოლიტიკური ბულინგის არავის ეშინია. შენ შეაშინე, ვისაც შეშინებია, ის. დაწყნარდი, თუ ძმა ხარ, მორჩი ბოდიალს და პოლიტიკურ დემაგოგიას“, - მიმართა კაკულიამ კობერიძეს.

ამის საპასუხოდ კობერიძემ კაკულიას ღირსების შენარჩუნებისკენ მოუწოდა.

„ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ხარ და ოთხი წელია რა ხდება ეკონომიკაში ვერც შენ გაგირკვევია და ვერც სხვას და არც პასუხი არ მოგითხოვია არავისთვის. მგონია, რომ ძალიან პირადულ შეურაცხყოფაზე გადადიხარ. დაყენებული სახით ლაპარაკობ, მიიღებ ერთ ალიყურს და ღირსიც იქნები. შენ ხარ უზრდელი და მაგისთვის მიიღებ, დემაგოგიც ხარ და მიიღებ მაღალ ალიყურს. ცოტა ღირსება შეინარჩუნე, თუ გვაქვს კიდევ ცოტა რესურსი“, -  მიმართა კობერიძემ კაკულიას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სტრიკლენდი დვალიშვილი ნურმაგამედოვის ინციდენტზე - უსმან ნურმაგომედოვი ბ**ის პირდაპირი განმარტებაა
მერაბ დვალიშვილი—ნურმაგომედოვი და მისი მეგობრები უკნიდან დაგვესხნენ თავს
თბილისში, დიდუბეში ცოლ-ქმარი ლიფტში მოკლული იპოვეს
ფიფია - დროა, რუსეთთან მჭიდრო სტრატეგიული კავშირისკენ ნაბიჯი გადავდგათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics