|
2020-07-15 13:41:23, 2023 ნახვა
საზოგადოება
გადავარჩინოთ ტურიზმი - ტურიზმის საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გამართეს
„გადავარჩინოთ ტურიზმი“- ამ სახელწოდებით, დღეს ტურიზმის საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებმა მშვიდობიანი აქცია-პერფორმანსი გამართეს. აქცია-პერფორმანსი შავთელის ქუჩაზე, გაბრიაძის მარიონეტების თეატრთან დაიწყო, საიდანაც მშვიდობიანი მომიტინგეები მთავრობის ადმინისტრაციასთან დაიძრნენ. როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ალექსანდრე პაიკიძემ „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, მშვიდობიანი მომიტინგეების ძირითადი მოთხოვნებია რეგულარული საჰაერო რეისების აღდგენა, საკარანტინე სივრცეების გაუქმება და ჩამოსული სტუმრების PCR ტესტებით შემოწმება. მისივე თქმით, ხელისუფლებას ეძლევა 1 კვირიანი ვადა, რომ დაიწყოს ამ მიმართულებით მუშაობა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, აქციები გაგრძელდება. „გვაქვს ორი ძირითადი მოთხოვნა: ეს გახლავთ პირველ რიგში, რეგულარული საჰაერო რეისების და არა ჩარტერულის აღდგენა. ბაზარზე იმ მოთამაშეებს დაბრუნება, საუბარია Wizzair-ზე და Ryanair-ზე, რომლებიც იყვნენ და ახორციელებდნენ ოპერირებას საქართველოს საჰაერო სივრცეში. იმ 15 ქვეყანასთან, რომლებიც ე.წ მწვანე ზონები არიან და რომლებმაც გაგვიხსნეს ჩვენ საზღვრები, აღვადგინოთ მიმოსვლა. ასევე, საკარანტინე სივრცეების გაუქმება და საზღვარზე, ჩამოსული სტუმრების PCR ტესტებით შემოწმება, ვინაიდან არავინ ორი კვირა დასასვენებლად წასული კარანტინითვის თავს არ გაიმეტებს და მეორე, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც ჩამოდიან ქვეყანაში ექცევიან დისკრიმინაციულ მდგომარეობაში, როდესაც უცხოელ ტურისტს ვიღებთ და ჩვენებს ვუშვებთ საკარანტინო ზონაში. საკარანტინო ზონები ძვირი უჯება სახელმწიფოს, ვიდრე PCR ტესტები და არანაირი შინაარსი მას არ გააჩნია. ჩვენ ხელისუფლებას მივცემთ ერთ კვირიან ვადას, იმ შემთხვევაში თუ არ დაიწყება ამ მიმართულებით მუშაობა და უცხოური კომპანიები არ დაადასტურებენ, რომ მიდის მათთან მოლაპარაკებები, ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ აქციებს. ხალხი არის უმუშევრად და ბევრი დრო აქვთ“, - განაცხადა ალექსანდრე პაიკიძემ.
დემოკრატები მასკს მოუწოდებენ, შეინარჩუნოს დოკუმენტები Starlink-ის უკრაინისთვის შეზღუდვების შესახებ
პოლონეთმა აშშ-სგან უკრაინისთვის იარაღის შესყიდვის დაფინანსება შეაჩერა
თეთრმა სახლმა დაადასტურა ტრამპის, პუტინისა და სი ძინპინის პირველი ერთობლივი შეხვედრა - განხილვის თემები ცნობილია
აშშ-ში საჰაერო მიმოსვლის მასშტაბური შეფერხების შედეგად დაახლოებით 1.5 მილიონი ადამიანი დაზარალდა
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|



ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)