19:57 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-15 13:01:37, 2734 ნახვა

პოლიტიკა
სამადაშვილი - ირაკლი კობახიძის დანიშვნა საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად, არჩევნებში ოპოზიციის დახმარებაა

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, ირაკლი კობახიძის დანიშვნა „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად, არჩევნებში ოპოზიციის დახმარებას ნიშნავს.

მისი თქმით, თუ „ქართული ოცნება“ კობახიძეს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად დანიშნავს, კიდევ ერთხელ დაარწმუნებს საზოგადოებას, რომ ივანიშვილის რეჟიმი, ქვეყანაში რაც შეიძლება სწრაფად  უნდა დასრულდეს.

„20 ივნისს კობახიძის პირადი დამსახურებით არა მხოლოდ ბატონი გავრილოვი აღმოჩნდა მის სავარძელში, არამედ ამას მოჰყვა წყება მთელი შესაბამისი ვითარების, რომელმაც გამოიწვია ქართველი ხალხის სერიოზული დაზიანება და მათ შორის, რამდენიმე ადამიანმა დაკარგა თვალი. ირაკლი კობახიძის როლი 20 ივნისის მოვლენებში ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია. პროტესტი დაიწყო სწორედ ირაკლი კობახიძის გადადგომის მოთხოვნით, რასაც მან ცინიკური დაცინვით უპასუხა. ეს არის ტონი, რომლითაც ის ესაუბრება საზოგადოებას. „ქართული ოცნება“ თუ მას საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად დანიშნავს, ამით კიდევ ერთხელ დაარწმუნებს საზოგადოებას, რომ რაც შეიძლება სწრაფად  უნდა დასრულდეს ქვეყანაში ივანიშვილის რეჟიმი და ამ მიმართულებით ეს იქნება მხოლოდ დახმარება, ხელის წაკვრა ოპოზიციისა და ქართველი ხალხის ინტერესებისთვის, რომ შემდეგ არჩევნებზე დავამარცხოთ ივანიშვილი მისი ყველა პოლიტიკური მარიონეტის, პირველ რიგში, ბატონი კობახიძის ჩათვლით“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე დაინიშნა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
უკრაინის პარლამენტმა ქვეყნის მთავრობა დაითხოვა
გეგელია - იმ ფონზე, როცა უკრაინა და მოლდოვა წინ მიდიან, საქართველო არის სრულ ჩიხში და იზოლაციაში
ჩინეთმა რუსეთთან ახალი გაზსადენი „სიბირის ძალა 2“-ის შესახებ მოლაპარაკებები შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics