|
2015-01-28 10:59:03, 1980 ნახვა
სამართალი
კობახიძე: არ შეიძლება წესების დამრღვევი მოქალაქე ამდენი ალაპარაკო და მისცე უფლება გაგინოს
ვფიქრობ, პატრული მთლად ადეკვატური არ იყო, არ შეიძლება წესების დამრღვევი მოქალაქე ამდენი ალაპარაკო და მისცე უფლება გაგინოს,-ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მანანა კობახიძე პატრულის მიმართ მოქალაქე ეკა ყურშიტაშვილის ქმედებას. კობახიძე ყურშიტაშვილის საქციელს ხულიგნობად აფასებს და მიიჩნევს, რომ საქმეში დავით ცინარიძის ჩართულობა გასარკვევია. კობახიძის აზრით, დავით ცინარიძე განცხადებას გააკეთებს და კითხვებს პასუხი გაეცემა. "ის, რაც ქალბატონს ეხება, ვიტყოდი, აბსოლუტურად ამორალურია, დაუშვებელია, ეს არის სამართალდარღვევა. ჩვეულებრივი ხულიგნობაა, როდესაც სამართალდამცავს აგინებ. არ ემორჩილები მის კანონიერ მოთხოვნას. ეს სრულიად დაუშვებელი რამაა.მაგრამ მეორეა, როგორ მოქმედებს პატრული. რა თქმა უნდა, მე ვფიქრობ, პატრული მთლად ადეკვატური არ იყო ამ შემთხვევაში. არ შეიძლება ამდენი ალაპარაკო და ასე მისცე საშუალება გაგინონ. ეს არ არის სწორი. საქმეში დავით ცინარიძის ჩართულობა გასარკვევია. ამ ქალბატონმა თქვა, ვიღაცა სხვას ვურეკავდიო და ვიტყუებოდიო და საერთოდ არ ვიცნობო. გასარკვევია, რას ამბობს ეს ქალბატონი.ფაქტია, რომ პატრული თავის სიმაღლეზე უნდა იდგეს და არ უნდა მისცეს მოქალაქეს საშუალება ასე ილანძღოს და წესები არღვიოს. ამას კონკრეტულად იმ პატრულის სისუსტეში ვთვლი, ვინც ამ ქალბატონს ამდენის უფლება მისცა. არ აქვს მნიშვნელობა ის ვის ურეკავდა, ის ვალდებულია კანონს დამოერჩილოს და იმოქმედოს კანონიდან გამომდინარე, და არა ვიღაცის ზარებს დაელოდოს.მგონია, რომ ეს ქალბატონი ამას იყენებდა და მან განაცხადა დღეს, რომ არ იცნობს საერთოდ ცინარიძეს, მე მგონია, რომ ცინარიძე გააკეთებს განცხადებას და პასუხს გასცემს ამ კითხვებს",-განაცხადა მანანა კობახიძემ გადაცემა "არჩევანში". ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ჩანაწერები გაავრცელეს, სადაც ყურშიტაშვილი პატრულის თანამშრომლებს უწმაწური სიტყვით მიმართავს და ეუბნება, რომ ის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის დავით ცინარიძის ახლობელია. აღსანიშნავია, რომ ეკა ყურშიტაშვილი სოციალურ ქსელში აღნიშნული ჩანაწერის გავრცელებას ეხმაურება და ამბობს: „არავის საქმე არაა ვის როგორ ვაგინებ“, შემდეგ კი, „ფეისბუქს“ აუქმებს. ცოტა მოგვიანებით კომენტარს აკეთებს და უარყოფს, რომ იმ მომენტში ის დავით ცინარიძეს ურეკავდა. „არანაირ დავით ცინარიძეს არ ვურეკავ. ჩემს მეგობარს ვურეკავდი. სამ თვეში 5500 ლარი გადავიხადე ჯარიმა და დავით ცინარიძეს რომ ვიცნობდე, ამდენ ჯარიმას არ გადავიხდიდი. გავეღადავე პატრულს. როცა ჭამენ ამნაირი იდიოტი პატრულები, უნდა აჭამო. დავით ცინარიძეს ასი წელი არ დავურეკავ და შეურაცხყოფას არ მივაყენებ, მით უფრო, რომ არც ვიცნობ“, - განაცხადა ეკა ყურშიტაშვილმა.
ნასვამი და ნარკოტიკული თრობის ქვეშ მყოფი მძღოლების წინააღმდეგ ბრძოლა მკაცრდება - სტრატეგია
უკანა სავარძელზე ღვედი და სკოლამდელი ბავშვებისთვის სპეცსავარძლების გამოყენება სავალდებულო გახდება
„თეგეტა“ საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერია
PEN Georgia: პატიმრებისთვის განკუთვნილი წიგნები პოლიტიკური ცენზურის ქვეშაა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)