|
2020-07-13 11:01:03, 1334 ნახვა
პოლიტიკა
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტის განხილვა გადაიდო
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტის განხილვა გადაიდო, - აღნიშნულის შესახებ დარგებრივი ეკონომიკის კომიტეტის თამჯდომარემ რომან კაკულიამ განაცხადა. მისი თქმით, სხდომა გადაიდო იმიტომ, რომ მაქსიმალურად მოხდეს მიღწეული კონსესუსი პროვაიდერებსა და მარეგულირებელს შორის. „კომიტეტზე კანონპროექტის განხილვა გადაიდო, რათა მაქსიმალურად იქნას მიღწეული კონსესუსი პროვაიდერებსა და მარეგულირებელს შორის. გასაგებია, რომ ჩვენ ვსაუბრობთ ძალიან მნიშვნელოვან მოცემულობაზე, რომელსაც ჰქვია სახელმწიფოს აუცილებელი ზედამხედველობა კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე, მაგრამ ამ პროცესში ცხადია, ასევე მნიშვნელოვანია, არსებობდეს მაქსიმალური ურთიერთგაგება მარეგულირებელსა და იმ კომპანიებს შორის, რომელთაც ეხება ეს კანონპროექტი“, - განაცხადა რომან კაკულიამ. კაკულია განმარტავს, რომ აღნიშნული კანონპროექტის განხილვა ხვალ, 14 ივლისს განახლდება.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)