|
2020-07-08 16:33:18, 4503 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ჩიქოვანი საზღვრის გახსნაზე - ოპოზიციის განცხადებების უკან პოლიტიკური მოტივაცია დგას
ხუთ ქვეყანასთან საზღვრის გახსნა არ არის საბოლოო გადაწყვეტილება. ვითარება ცვალებადია და ამ ვითარებაზე თავად ევროკავშირი მიუთითებს, რომ გადაწყვეტილებები შესაძლოა ორ კვირაში გადაიხედოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა საერთაშორისო საკითხებში, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა. მისი თქმით, გადაწყვეტილებები შეიძლება გადაიხედოს იმ ვითარებიდან გამომდინარე, რაც იქნება ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, როგორც ევროპის სხვადასხვა სახელმწიფოში, ასევე იმ სახელმწიფოებში, რომელიც გამოცხადებული იქნა უსაფრთხო მიმართულებად. პრემიერ-მინისტრის მრჩეველი გამოეხმაურა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებებს და აღნიშნა, რომ ყველა ამ განცხადების უკან პოლიტიკური მოტივაცია დგას. „ოპოზიციის აპელაციებთან დაკავშირებით მე არ ვ აპირებ კომენტარის გაკეთებას, იმიტომ, რო მგონია, რომ მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მოტივაციებია ყველა ამ განცხადებასთან მიმართებაში. ჩვენ ევროპულ სახელმწიფოებთან ვსაუბრობთ იმაზე, რომ შევძლოთ უფრო ინტენსიური გავხადოთ მიმოსვლა. რამდენიმე დღის წინ საქართველოში იმყოფებოდა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, და ჩვენ, უნგრულ მხარესთან ერთად შევთანხმდით, რომ შეიქმნებოდა კონკრეტული კომისია ორ სახელმწიფოს შორის და ვისაუბრებდით იმ აუცილებელ პროცედურებზე, რომელიც დააჩქარებდა ორ სახელმწიფოს შორის მიმოსვლას ტურიზმის თვალსაზრისით. ასე, რომ სამუშაოები მიმდინარეობს, მე თავს შევიკავებ კონკრეტული სახელმწიფოების დასახელებისგან, რადგან ეს არ იქნება სწორი. არის ძალიან ბევრი დეტალი და არის თანმიმდევრული პროცესი", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)