07:16 - 12 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-07 12:30:33, 2492 ნახვა

პოლიტიკა
სალომე სამადაშვილი - ქვეყანას ელოდება საერთაშორისო იზოლაცია - ოქტომბერში, ივანიშვილის რეჟიმის დასრულება სიკვდილ-სიცოცხლის საქმეა

შეიძლება ითქვას, რომ აშშ-ის კონგრესმა დააწესა უკვე სანქცია ბიძინა ივანიშვილის კორუმპირებული და ავტოკრატიული რეჟიმისთვის, - ასე გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, სალომე სამადაშვილი აშშ-ის კონგრესის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც შესაძლოა 2021 წლისთვის ქვეყანას დახმარების 15% შეუჩერდეს.

სალომე სამადაშვილის თქმით, მსგავსი პრეცედენტი საქართველოსა და აშშ-ს შორის ჯერ არ ყოფილა.

„დღეს გავიგეთ საგანგაშო ინფორმაცია, ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქიდან, სადაც ფაქტობრივად შეიძლება ითქვას, რომ აშშ-ის კონგრესმა დააწესა უკვე სანქცია ბიძინა ივანიშვილის კორუმპირებული და ავტოკრატიული რეჟიმისთვის.

მინდა გავნმარტო, რას ნიშნავს თითოეული საქართველოს მოქალაქისთვის ეს. ეს ნიშნავს, რომ როდესაც ქვეყანაში გვაქვს უმძიმესი ეკონომიკური კრიზისი და მსოფლიოშიც კრიზისია, ამ ფონზე ბიძინა ივანიშვილის კორუმპირებული მმართველობა საფრთხეს უქმნის იმას, რაზეც ჩვენ დღეს ბევრად უფრო მეტად ვართ დამოკიდებული, ვიდრე ოდესმე, დახმარებას დასავლეთიდან. 30 წლიანი ურთიერთობების მანძლზე, საქართველოს აღდგენილი დამოუკიდებელი სახელმწიფოსა და აშშ-ის შორის მსგავსი პრეცედენტი არ ყოფილა, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად მოგვისმენია კრიტიკა ჩვენი მეგობრებისგან, მაგრამ დღეს, უპრეცედენტო ნაბიჯს დგამს აშშ-ის კონგრესი, როდესაც ორივე პარტიის მხარდაჭერით აწესებს, შეიძლება ითქვას სანქციას ივანიშვილის რეჯიმთან მიმართებაში. ეს ხდება იმიტომ, რომ კორუფცია ჭამს ჩვენს ქვეყანაში ჩვენს მომავალს და ჭამს იმ დახმარებას, რომელსაც ჩვენი მეგობრები გამოყოფენ ჩვენი ქვეყნისთვის.

ოქტომბერში, ივანიშვილის რეჟიმის დასრულება და მისი მშვიდობიანი არჩენვნებით გასტუმრება არის ჩვენთვის სიკვდილ-სიცოცხლის საქმე. ან დავამარცხებთ ან საქართველოს ელოდება, თითოეულ მოქალაქეს ელოდება უკიდურესი სიღარიბე და საერთაშორისო იზოლაცია“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
სტრიკლენდი დვალიშვილი ნურმაგამედოვის ინციდენტზე - უსმან ნურმაგომედოვი ბ**ის პირდაპირი განმარტებაა
მერაბ დვალიშვილი—ნურმაგომედოვი და მისი მეგობრები უკნიდან დაგვესხნენ თავს
თბილისში, დიდუბეში ცოლ-ქმარი ლიფტში მოკლული იპოვეს
ფიფია - დროა, რუსეთთან მჭიდრო სტრატეგიული კავშირისკენ ნაბიჯი გადავდგათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics