12:25 - 14 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-03 14:45:46, 2761 ნახვა

საზოგადოება
ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მუნიციპალური ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება

ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, რომელიც 6 ივლისიდან 4 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდება, მუნიციპალური ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება.

ავტობუსები საგამოცდო ცენტრების მიმართულებით, 06:00 საათიდან იმოძრავებენ და მგზავრებს სტანდარტული ტარიფით - 50 თეთრად მოემსახურებიან.

ეროვნულ გამოცდებში მონაწილე იმ პირთა შეუფერხებელი და დროული გამოცხადების ხელშეწყობის მიზნით, რომლებსაც გამოცდების ჩაბარება, ან სხვადასხვა საჯარო სკოლებში აბიტურიენტთა მომსახურება უწევთ, გათვალისწინებული იქნება დამატებითი ავტობუსების (M3 კატეგორია) შემდეგი მარშრუტები:

1. მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიიდან ავტობუსი აბიტურიენტებს გლდანში არსებული N39, N173 და N177 საჯარო სკოლების მიმართულებით გადაიყვანს.

2. კიდევ ერთი მუნიციპალური ავტობუსი მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიიდან გავა, მოძრაობას დაიწყებს გობრონიძის ქუჩიდან, მოუხვევს დუმბაძის გამზირზე და მგზავრებს მუხიანის მე-3 მიკრორაიონში არსებულ N175 საჯარო სკოლასთან მიიყვანს.

3. მეტროსადგურ „ვარკეთილიდან“ ავტობუსი გაივლის ჯავახეთის ქუჩას, შეუხვევს შუამთის ქუჩაზე და მოძრაობას მე-3 მასივში არსებულ N117 საჯარო სკოლასთან დაასრულებს.

4. მეტროსადგურ „სამგორის“ ზედა გასასვლელიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი მგზავრებს მეტრომშენის დასახლებაში არსებულ N103 საჯარო სკოლასთან მიიყვანს.

5. მეტროსადგურ „დიდუბის“ ქვედა გასასვლელის მიმდებარე ტერიტორიიდან კი ავტობუსი დიღმის მასივში არსებული N147 საჯარო სკოლის მიმართულებით იმოძრავებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დემოკრატები მასკს მოუწოდებენ, შეინარჩუნოს დოკუმენტები Starlink-ის უკრაინისთვის შეზღუდვების შესახებ
პოლონეთმა აშშ-სგან უკრაინისთვის იარაღის შესყიდვის დაფინანსება შეაჩერა
თეთრმა სახლმა დაადასტურა ტრამპის, პუტინისა და სი ძინპინის პირველი ერთობლივი შეხვედრა - განხილვის თემები ცნობილია
აშშ-ში საჰაერო მიმოსვლის მასშტაბური შეფერხების შედეგად დაახლოებით 1.5 მილიონი ადამიანი დაზარალდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics