|
2020-07-03 10:00:33, 3520 ნახვა
პოლიტიკა
შს მინისტრი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს, ტოივო კლაარს შეხვდა. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ შსს-მ განუცხადა. მათი ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ გამოწვევებსა და ამ კუთხით დასავლელი პარტნიორების აქტიური მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. შინაგან საქმეთა მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის დროს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ ვითარებაზე. ვახტანგ გომელაურმა, ასევე, ხაზი გაუსვა საოკუპაციო ძალების მიერ ადგილობრივი მოსახლეობისთვის საოკუპაციო ხაზზე თავისუფალი გადაადგილების უკანონო შეზღუდვის პრობლემას და ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით საქართველოს მოქალაქეთა უკანონო დაკავების ფაქტებს.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)