12:25 - 14 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-02 13:24:12, 1785 ნახვა

საზოგადოება
პროგრამაში „დანერგე მომავალი“ ცვლილებები შედის

მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, პროგრამაში „დანერგე მომავალი“ ცვლილებები შევიდა.

ცვლილებები მოიცავს   „სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების და ჭის/ჭაბურღილის/ წვეთოვანი სარწყავი სისტემის  მოწყობის თანადაფინანსების“  და  „სანერგე მეურნეობის თანადაფინანსების“ კომპონენტებს.

ცვლილებების თანახმად, პროგრამას დაემატა წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობის დაფინანსება უკვე არსებულ ისეთ მრავალწლოვან ბაღებში, რომელიც პროგრამის სტანდარტით არის გაშენებული. დაფინანსების მოცულობა შეადგენს ღირებულების 50%-ს, მაგრამ არაუმეტეს 1250 ლარს ყოველ 0.5 ჰა-ზე გადაანგარიშებით.

ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა პროგრამის სანერგე მეურნეობის თანადაფინანსების კომპონენტი. სააგენტო ფინანსურ დახმარებას გაუწევს ახალი  სანერგე მეურნეობების შექმნას ან/და არსებული სანერგე მეურნეობების მოდერნიზება/გაფართოებას. თანადაფინანსება გაიცემა მხოლოდ იმ სანერგე მეურნეობებზე, რომლებიც   შეისყიდიან საბაზისო კატეგორიის სარგავ მასალას სადედე ბაღის მოსაწყობად ან/და მცენარეთა ინ ვიტრო ლაბორატორიებს გასამრავლებელი მასალის საწარმოებლად. ამავე კომპონენტის ფარგლებში, განისაზღვრა კვალიფიციური სანერგე მეურნეობებისათვის მოთხოვნები - მრავალწლიანი კულტურების (გარდა ვაზისა) ჯიში, რომლის გამრავლებაც მოხდება, რეგისტრირებული უნდა იყოს ეროვნულ კატალოგში, ევროპის კატალოგში ან იმ ქვეყნის კატალოგში, სადაც ჯიში იქნა გამოყვანილი, რასაც ცნობის სახით დაადასტურებს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი; ამასთან, გაცემულ ცნობაში მითითებული უნდა იყოს, თუ არის დაგეგმილი „დაცული“ ჯიშის გამრავლება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დემოკრატები მასკს მოუწოდებენ, შეინარჩუნოს დოკუმენტები Starlink-ის უკრაინისთვის შეზღუდვების შესახებ
პოლონეთმა აშშ-სგან უკრაინისთვის იარაღის შესყიდვის დაფინანსება შეაჩერა
თეთრმა სახლმა დაადასტურა ტრამპის, პუტინისა და სი ძინპინის პირველი ერთობლივი შეხვედრა - განხილვის თემები ცნობილია
აშშ-ში საჰაერო მიმოსვლის მასშტაბური შეფერხების შედეგად დაახლოებით 1.5 მილიონი ადამიანი დაზარალდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics