|
2020-07-01 18:08:07, 2483 ნახვა
საზოგადოება
მთავრობა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, საზღვრების გახსნის თაობაზე, ინდივიდუალურ მოლაპარაკებებს აწარმოებს
ევროკავშირის მიერ 15 უსაფრთხო ქვეყნის სიაში საქართველოს შეყვანის შემდეგ, მთავრობა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, საზღვრების გახსნის თაობაზე, ინდივიდუალურად, ორმხრივ მოლაპარაკებებს აწარმოებს. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, საზღვრების გახსნასა და რეგულარულ ფრენებთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა. „მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ე.წ. მწვანე ქვეყნების სიაში საქართველოს შეყვანა არის ევროკავშირთან მჭიდრო პარტნიორობის კიდევ ერთი დასტური და იმ წარმატების აღიარება, რომელსაც საქართველოს ხელისუფლებამ და ქართველმა ხალხმა პანდემიასთან ბრძოლის მიმართულებით მიაღწია. მომდევნო ეტაპია ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ინდივიდუალური მოლაპარაკებები, რომლის დროსაც საქართველოს მთავრობა დეტალურად მუშაობს ყველა იმ პროცედურაზე, რომელთა გავლა მოქალაქეებს მოგზაურობის შემთხვევაში ორმხრივად მოეთხოვებათ და შესაბამის გადაწყვეტილებებს ევროპელ პარტნიორებთან კოორდინაციით მიიღებს. ეს პროცესი უკვე დაწყებულია და ეტაპობრივად გაგრძელდება, რათა საქართველოს მოქალაქეებს თანმიმდევრულად გაეხსნათ ევროკავშირში მოგზაურობის შესაძლებლობა და ამავდროულად, ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეებს ჰქონდეთ საშუალება, უსაფრთხოდ იმოგზაურონ საქართველოში. ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ინდივიდუალური მოლაპარაკებების შედეგად მიღწეული შეთანხმებების საფუძველზე, ახალი მიმართულებები დაემატება იმ დედაქალაქების ჩამონათვალს, სადაც კომერციული ჩარტერული რეისები დღესაც სრულდება. საქართველოს მთავრობისთვის მოქალაქეების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება უმთავრესი პრიორიტეტია და თითოეული გადაწყვეტილება სწორედ აღნიშნული ინტერესების გათვალისწინებით მიიღება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
დემოკრატები მასკს მოუწოდებენ, შეინარჩუნოს დოკუმენტები Starlink-ის უკრაინისთვის შეზღუდვების შესახებ
პოლონეთმა აშშ-სგან უკრაინისთვის იარაღის შესყიდვის დაფინანსება შეაჩერა
თეთრმა სახლმა დაადასტურა ტრამპის, პუტინისა და სი ძინპინის პირველი ერთობლივი შეხვედრა - განხილვის თემები ცნობილია
აშშ-ში საჰაერო მიმოსვლის მასშტაბური შეფერხების შედეგად დაახლოებით 1.5 მილიონი ადამიანი დაზარალდა
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)