|
2020-07-01 15:33:50, 2281 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილება არჩევნების უკეთეს გარემოში ჩატარებას უზრუნველყოფს
საპარალმენტო უმრაველსობის ერთ-ერთი წევრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილება, არჩევნების უკეთეს გარემოში ჩატარებას უზრუნველყოფს. მისი თქმით, ეს კიდევ ერთი პროგრესული ბანიჯია. „ეს არის ფუნდამენტური ცვლილებები, პროექტი მომზადდა ეუთო/ოდირის რეკომენდაციების შესაბამისად და ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი კომპონენტისგან შედგება, საქმე ეხება სხვადასვხა მნიშვენლოვან ნორმას, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ უკეთეს გარემოში ჩატარდება არჩევნები. ეს არის პროგრესული ცვლილებები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ცნობისთვის, დღეს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს. ცვლილებების თანახმად, განისაზღვრება პარტიების დაფინანსების ახალი წესი, რომელიც დამოკიდებული იქნება მიღებული ხმების რაოდნეობაზე. აღსანიშნავია ისიც, რომ 25 მეტრის რადიუსში სააგიტაციო მასალი განთავსება და ამომრცევლის გადაადგილების შეფერდება აკრძალუალია. ასევე, ამომრჩევლის მოსყიდვასთან დაკავშირებით უფრო მეტად გამკაცრდება კანონი და ის სისხლის სამართლის კატეგორას მიეკუთვნება.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)